კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცეს

22 ოქტომბერი, 2013
 
გელა ბოჩიკაშვილი, www.media.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კონკურსში ფრაქცია „ქართული ოცნების“, "ქართული ოცნება აჭარისა" და "ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილი კანდიდატები - ზაზა ხალვაში, გიორგი ირემაძე და რუსუდან იმედაშვილი17 ოქტომბერს დაამტკიცა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“და "ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების" მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა - ირაკლი დარცმელიძემ და ბეჟან გობაძემ კი ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია უმაღესისაჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დავით ბაციკაძეს.

სამეურვეო საბჭოს 5 კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა - ზაზა ხალვაში-17 მომხრე, 2 მოწინააღმდეგე, ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა; გიორგი ირემაძე- 13 მომხრე, 7 წინააღმდეგი; რუსუდან იმედაშვილი - 16 მომხრე, 4 წინააღმდეგი; ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს ერთნაირი რაოდენობის ხმები დაუგრობდათ - 8 მომხრე და 12 მოწინააღმდეგე.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში 5 წევრია და თითოეული მათგანი ექვსი წლის ვადით აირჩევა. კანონმდებლობის მიხედვით, ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის (21 დეპუტატი) უმრავლესობით (მინიმუმ 11 ხმით) აირჩევიან.

იმის გამო, რომ მრჩეველთა ორმა კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებმა და უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთმა მეოთხედმა 10 კალენდარული დღის ვადაში უმაღლეს საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე ახალ კანდიდატურები უნდა წარუდგინოს.

კენჭისყრაში მონაწილე კანდიდატების პრიორიტეტები

გიორგი ირემაძე მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზია ძირითადად რეგიონის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, სპორტულ, ეკოლოგიურ, კულტურულ ცხოვრებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში უნდა მაუწყებლობდეს. ტელევიზიაში უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი, პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული და სპორტული მიმართულებები. მისი აზრით, ტელევიზიის განვითარებისთვის აუცილებელია დარგის სპეციალისტების მიწვევა. 

ირემაძის კონცეფციაში ნაკლები ადგილი უკავია აჭარის რადიოს. „ის რაც ტელევიზიაზე ითქვა, ეხება რადიოსაც“, - ვკითხულობთ მის კონცეფციაში. ის ცალკე საკითხად გამოყოფს რელიგიის თემატიკაზე მომზადებულ გადაცემებს.

„ამ მიმართულების გადაცემებმა ხელი უნდა შეუწყონ ადამიანში სარწმუნოებრივი ინტერესის გაჩენასა და ზოგადი ცოდნის მიწოდებას. 

ამასთანავე ზოგადი და აღწერილობითი გადაცემების გვერდით უნდა შეიქმნას საღვთისმეტყველო მიმართულებაც. სადაც წარმოჩნდება ძირითადი სარწმუნოებრივი საკითხები. წმიდა წერილის განმარტება. პატრისტიკა. ეკლესიის ისტორია. იდეოლოგია და სარწმუნოება. სიყვარული და ფანატიზმი. რწმენა და მოწამეობა. დრო და მარადიულობა”, - აღნიშნულია ირემაძის კონცეფციაში.

ჟურნალისტური დამოუკიდებლობაზე, ახალი კადრების მოზიდვასა და ტელევიზიისა და რადიოს მუშაობის პროცესში ინტერნეტის როლის გაზრდაზე ამახვილებს ყურადღებასზაზა ხალვაში. მისი თქმით, უნდა გაიზარდოს რადიო „აჭარის“ დაფარვის ზონა, რაც მის მსმენელთა რაოდენობასაც გაზრდის.

ხალვაშის კონცეფციის მიხედვით, აუცილებელია გაიზარდოს საგანმანათლებლო და კულტურის მიმართულების გადაცემები და ყურადღება გამახვილდეს საბავშვო და ახალგაზრდულ პროგრამებზე.

„საინტერესოა, შეიქმნას ერთობლივი პროექტები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებით ძალებთან ერთად, როგორც სატელევიზიო, ისე რადიოს ფორმატში. ეს გაზრდის მოსახლეობის ინტერესს ჩვენი ტელევიზიის მიმართ“, - აღნიშნავს იგი კონცეფციაში. 

რუსუდან იმედაიშვილის აზრით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფუნქცია საზოგადოების გაუმჯობესება და მისი უკეთ ინფორმირება უნდა იყოს. მისი კონცეფციის მიხედვით, აუცილებელია ტელევიზიის საქმიანობაში მოქალაქე ჟურნალისტების რესურსის გამოყენება.

„კონცეპტუალურადაც - უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ჯგუფის ინტერესსა და გემოვნებას, ხელს უნდა უწყობდეს დემოკრატიული დისკუსიისათვის ფორუმის შექმნას - ასახოს მთელი ის მრავალფეროვნება, რაც საქართველოშია, იგულისხმება ასაკი, სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური კუთვნილება და ა.შ.“, - ვკითხულობთ მის მიერ შექმნილ კონცეფციაში.

ირაკლი დარცმელიძე, რომელმაც საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა, მიიჩნევს რომ ტელევიზია ხალხს უნდა ემსახურებოდეს - მიაწოდოს ხალხს ის, რაც მას აინტერესებს. დარცმელიძის აზრით, აჭარის ტელევიზიასა და რადიოში აქცენტი რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე უნდა გაკეთდეს.

იგი თავის კონცეფციაში საჭიროდ მიიჩვნევს თანამდებობის მოქმედი და ყოფილი პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გადაცემის არსებობას.

„რიგითმა მაყურებელმა უნდა გაიგოს მის მიერ არჩეული დეპუტატების, მთავრობის წევრებისა და აჭარაში მოღვაწე სხვა ჩინოვნიკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ“, - წერია დარცმელიძის კონცეფციაში.

ბეჟან გობაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური პრობლემების გაშუქებაზე. შედარებით ნაკლები ყურადღება დაუთმო საჯარო მოხელეთა საქმიანობის, არქივით დამზადებული პრგრამებისა და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯუფების აქტიურად გაშუქების საკითხს.
 

ახალი ამბები