კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო უბანზე მედიის მუშაობასთან დაკავშირებული რეგულაცია გამარტივდა

25 ოქტომბერი, 2013

ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედის წარმომადგენელებისთვის დაწესებული მკაცრი რეგულაციის დადგენილება გაამარტივა. ცვლილებების მიხედვით ერთი და იგივე მედიასაშუალების წარმომადგენლებს შეუძლიათ საარჩევნო უბნებზე რამდენჯერმე  შევიდნენ და ათი წუთის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდნენ და გადაიღონ კადრები,  ხოლო ათი წუთის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის მიერ მითითებული ადგილიდან მოახდინონ ფოტო და ვიდეო  გადაღება.

,,წელს მოგეხსენებათ, მოხდა ამ დადგენილების გადახედვა და ამოღებული იქნა ის მუხლი, რომლის მიხედვითაც,  მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ კენჭისყრისა და საარჩევნო ყუთის გადაღების საშუალება ჰქონდათ,   გარდა ამისა პირს რომელიც ახორციელებდა გადაღებას, უბნის დატოვების შემთხვევაში აღარ ჰქონდა უფლება დაბრუნებულიყო, კანონიდან ეს რეგულაცია მოიხსნა,“ - ამბობს გორის #32 საოქო კომიისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მედიარეგულაციის გამარტივებას დადებითად აფასებენ რეგიონში მომუშავე ჟურნალიტები, ისინი პარალელს საპარლამენტო არჩევნების დღეზე ავლებენ და აცხადებენ რომ მათი მუშაობა საარჩევნო უბნებზე შეზღუდული იყო.

რადიო ,,თავისუფლების“ ჟურნალიტი გოგა აფციაური: ,,მე ხელიც მოვაწერე იმ პეტიციაზე, რომელიც ჟურნალისტებმა ამ რეგულაციების გაუქმებაზე გააკეთეს. ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია და 27 ოქტომბრის არჩევნებზე, წინა წლის არჩევნების მსგავსად, ჟურნალისტებს ხელს აღარ შეუშლიან პროფესიულ საქმიანობაში. ამ ცვლილელბებში მთავარი მაინც ის მგონია, რომ ერთ უბანზე რამდენჯერმე შესვლა უკვე შესაძლებელი იქნება“.

არჩევნების დღეს მედიარეგულაციების დადგენელების გაუქმების მიზნით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც  ჟურნალისტებმა ამ დადგენიბის გაუქმების შესახებ პეტიციას მოაწერეს ხელი. ,,საია“–ს გორის ოფისის თავმჯდომარე ქეთევან ბებიაშვილი ამ რეგულაციას დადებითად აფასებს: ,,რეგულაციის გაუქმების მიზნით ჟურნალიტებთან ერთად მოხდა პეტიციის მომზადება, რათა მომხდარიყო აღნიშნული საკითხის განხილვა და უფრო მეტი თავისუფლების მინიჭება ჟურნალიტებისთვის.  ჩვენი ერთიანი ინიციატივის გათვალიწინება მოხდა და დღეს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ ჟურნალიტებს, ვიდრე გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს“, –აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღეს მედიის მუშაობის რეგულაციები  გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მიიღო, რასაც იმ დროისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და თავისუფალი მედიის პროტესტი მოჰყვა.

ახალი ამბები