კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში ორო სპეცუბანი იმუშავებს

25 ოქტომბერი, 2013

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქუთაისში 127 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამას ემატება ორი - 128-ე და 129-ე სპეციალური უბანი, რომელიც არჩევნების დღეს ქუთაისის მე-2 საპყრობილესა და საჯარისო ნაწილში, მე-3 ქვეით ბრიგადაში იმუშავებს.

„ეს სპეცუბნები ჩვეულებისამებრ, როგორც დანარჩენი 127, 27 ოქტომბერს, დილის 7 საათზე გაიხსნება და ხმის მიცემის პროცედურა 8 საათზე დაიწყება. არაფერი განსაკუთრებული აღნიშნულ უბნებზე არ ხდება, გარდა იმისა, რომ ერთ უბანზე ხმას აძლევენ პატიმრები, ხოლო მეორეზე სამხედრო პირები“, - განუცხადა humanrights.ge-ს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომერემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ქუთაისის საოლქო კომისიას უკვე გადაეცა ამომრჩევლის სიები. 128-ე სპეციალურ საარჩევნო უბანზე ხმას 419, ხოლო 129-ე უბანზე 460 ამომრჩეველი მისცემს ხმას.

ქუთაისის მე-2 საპყრობილეში პატიმრების გარდა, ხმის მიცემის საშუალება ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც ექნებათ. მათთვის 129-ე სპეცუბანზე ერთიან სიასთან ერთად სპეციალური სია გადაიგზავნება.

ახალი ამბები