კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში ამომრჩეველთა საერთო სიიდან მიცვალებულები ამოიღეს

26 ოქტომბერი, 2013

ნინო მშვიდობაძე, გურია

Humanrights.ge–ს ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცნობეს, რომ ლანჩხუთის ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამ ეტაპზე დაფიქსირებულია 30 132 ამომრჩეველი. ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ნაკაიძის თქმით, საარჩევნო სიებში შარშანდელთან შედარებით ძალიან მცირე ცვლილებაა: „თუ ერთი წლის წინ ამომრჩეველთა ოდენობა 30 130 იყო, წელს საბოლოო მონაცემების მიხედვით, 30 132 ამომრჩეველი ფიქსირდება, აქედან 893 სტატუსიანი ამომრჩეველია, ანუ იმყოფება უცხოეთში, გარდაცვლილია და ა.შ., – გვითხრა ნაკაიძემ.“

მისი თქმით, სიიდან ამოღებულია ის 52 გარდაცვლილი, რომლის შესახებ სოციალურ სააგენტოში ოფიციალური ინფორმაცია არსებობს, რაც შეეხება უცხოეთში წასულებს, ლანჩხუთში ასეთი 100 ამომრჩეველია, ანუ სულ გარდაცვლილებისა და სტატუსიანების გარდა რჩება 29 239 ამომრჩეველი.

„რაც შეეხება გადასატან ყუთს, როცა საბოლოოდ დაზუსტდება უბნებში რამდენთან უნდა მივიდეს გადასატანი ყუთი, მათი სიაც მაშინ გვექნება.  კოდექსის თანახმად, გადასატანი ყუთი მიდის ამომრჩეველთა რაოდენობის სამ პროცენტთან, თუმცა, როგორც წესი, მსურველების რაოდენობა სამ პროცენტს ყოველთვის აჭარბებს. როცა ასეა საქმე, საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამის შესახებ ჩვენ გვატყობინებს, რის შემდეგაც ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ვიძლევით თანხმობას, რომ გადასატანი ყუთი მივიდეს სამ პროცენტზე მეტთან, რადგან გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ადამიანებს მართლაც უჭირთ საარჩევნო უბნებზე მისვლა,“ – გვითხრა ნაკაიძემ.

ლანჩხუთის #61 საოლქო კომისიიდან მიღებული ინფორმაციით, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე სულ 30 130 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, არჩევნებზე კი უპრეცედენტო რაოდენობა – 22 125 ამომრჩეველი მოვიდა.

ახალი ამბები