კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპრეზიდენტო კანდიდატების უპრეცედენტო რაოდენობა

27 ოქტომბერი, 2013
 
ნინო გვარიძიშვილი, კახეთი

დღეს ამომრჩეველს 23 კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნებზე ამდენი საპრეზიდენტო კანდიდატი არასოდეს დარეგისტრირებულა. 

პრეზიდენტობის კანდიდატების სიმრავლემ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და პირიქით, თვლის რომ ყველა  დემოკრატიულ სახელმწიფოში ფიქსირდება არჩევნებში ჩართულობის მაღალი  ხარისხი, მეორე ნაწილი კი, მიიჩნევს რომ 4 მილიონიან ქვეყანაში პრეზიდენტობის 23 კანდიდატის არსებობა კომიკურ სიტუაციას ქმნის. 
 
რამ გამოიწვია ამდენი საპრეზიდენტო კანდიდატის დარეგისტრირება? რა არის ამ კანდიდატების მთავარი მოტივაცია და ხომ არ უნდა გამკაცრდეს რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები? ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, კონსტიტუციური კვლევის ცენტრის მკვლევარს გიორგი მუმლაძეს ვესაუბრეთ. ის კანდიდატების სიმრავლეში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

,,დემოკრატიის განვითარებისათვის არჩევნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამიტომ, აუცილებელია, მოსახლება მასში ბოლომდე იყოს ჩართული და ჰქონდეს მაქსიმალური თავისუფლება ამ კუთხით. ვფიქრობ სამართლებრივი რეგულირების გამკაცრება საჭირო არ არის, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ყველას თანაბრად ჰქონდეს კანდიდატად რეგისტრაციის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მხოლოდ ცნობილი პოლიტიკოსების წრიულ და შენაცვლებულ მოძრაობას,“ - აღნიშნავს  მუმლაძე. 

ამავე კითხვებით მივმართეთ ექსპერტს საარჩევნო საკითხებში ნინა ხატისკაცს, რომელიც, პრობლემას არა კანდიდატების სიმრავლეში, არამედ იმაში ხედავს რომ კანდიდატების სიმრავლის გამო, ცესკოს ბევრი ადამიანური და სხვა სახის რესურსის დახარჯვა უწევს: ,,ყველაზე მტკივნეული საკითხი, სწორედ  საზოგადოების იმ წარმომადგენლების მიდგომაა, რომლებიც ბევრი კანდიდატის არსებობაში პრობლემას ხედავენ, რადგან სწორედ ასეთი და კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოა აუცილებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აქ მნიშვნელოვანი სხვა რამ არის, ამდენი კანდიდატის არსებობის პირობებში ცესკოს საკმაოდ დიდი ადამიანური თუ მატერიალური რესურსის დახარჯვა უწევს“ -  აღნიშნა ნინა ხატისკაცმა.    

ახალი ამბები