კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტობის კანდიდატების სლოგანები

27 ოქტომბერი, 2013
 
ქეთი ვერულაშვილი, ქუთაისი

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნებში მონაწილე პარტიების და პოლიტიკური გაერთიანებების სლოგანები თვალშისაცემია. ყველა პოლიტიკური ფიგურა მოხდენილი ფრაზით ახერხებს თავისი პრინციპების გადმოცემას, რაც ამომრჩევლის მიზიდვისკენაა  მიმართული. 

ოპოზიციის როლიდან გამომიდნარე, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდანტს დავით ბაქრაძეს შერჩეული აქვს საარჩევნო სლოგანი - "ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა." იგი დადებითად აფასებს იმ კურსს, რომელიც საქართველოს მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს  ჰქონდა აღებული, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ხშირად საუბრობს ეკონომიკური განვითარების შეფერეხებაზე. 

"საქართველო უპირველეს ყოვლისა" - ეს კობა დავითაშვილის ლოზუნგია. მის ერთ-ერთ პრიორიტეტს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება წარმოადგენს. ასევე, ეროვნული ღირებულებები.

"სამართლიანი საქართველოსთვის" საპრეზიდენტო კანდიდატის  სერგო ჯავახიძის სლოგანია "ჩვენი სახელმწიფო ჩვენი ოჯახია." 

„ეს არის ჩვენი იდეოლოგიაც,  რომ ჩვენი სახლმწიფო არის ჩვენი ოჯახი. ბიუჯეტი, ჯანდაცვა, ეკონომიკა ხალხზე უნდა იყოს ორიენტირებული,“ - ამბობს ჯავახიძე. მისი საარჩევნო პროგრამა ორიენტირებულია განათლების ძლიერი სისტემის,  სამუშაო ადგილების შექმნასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.  

თანამედროვე პოლიტიკურ რეკლამებში გვხვდება მეტნაკლებად შესამჩნევი, დასამახსოვრებელი ფრაზები. 

გიორგი მარგველაშვილი (კოალიცია "ქართული ოცნება") - "ერთად განვაგრძოთ წინსვლა."

გიორიგი თარგამაძე  (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) - "ტრადიციებით ევროპისკენ."

ზურაბ ხარატიშვილი - "ეროვნული ღირებულებებით ევროატლანტიკურ ოჯახში."

თემურ მჟავია (სახალხო პარტია) - "საქართველო განუყოფელია."

ნინო ბურჯანაძე - (დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო) "სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის."

ახალი ამბები