კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს,რომ საარჩევნო უბანი იძულებით დაატოვებინეს

27 ოქტომბერი, 2013
 
Humanrights.ge 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, მას სოფელ ჭიკაანში 14-ე საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება არ მისცეს და შემდეგ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

როგორც გელა მთივლიშვილმა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთან საუბარში აღნიშნა, კომისიის თავმჯდომარემ მას მოსთხოვა ეთქვა, რის გადაღებას აპირებდა უბანზე, შემდეგ კი, უბნის დატოვება უბრძანა და გარეთ ძალით გააგდო. 

ჭიკაანის მე-14 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე სეფიაშვილი გელა მთივლიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და შენობიდან გაძევების ფაქტს არ ადასტურებს. მისი თქმით, მთივლიშვილი სამაგიდო სიებს იღებდა, რაზეც მიუთითეს, რომ არ შეიძლებოდა და მან უბანი საკუთარი სურვილით დატოვა. თავად მთივლიშვილი კი ამბობს, რომ ის სამაგიდო სიებს არ იღებდა და ამის დასადასტურებელი ვიდეომასალაც აქვს, სადაც კარგად ჩანს, რას იღებდა და რას არა. 

ჭიკაანში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ცესკო-ს სპიკერი ეკა აზარაშვილი, რომელმაც ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჟურნალისტს საარჩევნო უბანი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მან სამაგიდო სიების გადაღება დაიწყო. 

„ყვარლის ოლქში, ჭიკაანში, მე- 14 საარჩევნო უბანზე, ადგილი ქონდა ჟურნალისტთან დაკავშირებულ ერთ ფაქტს. გელა მთივლიშვილი იმყოფებოდა ამ უბანზე და იღებდა სამაგიდო სიებს. კომისიის წევრებმა მას უთხრეს რომ არ გადაეღო სიები და შენობა დაეტოვებინა. შენობა დაატოვებინეს, თუმცა აჟიოტაჟი ატყდა გარეთ, მან გამოიძახა სასწრაფო და პოლიცია, მიიყვანა სხვა ჟურნალისტებიც. ჩვენი ინფორმაციით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია", - განახცადა ეკა აზარაშვილმა.
 
საარჩევნო საკითხებში ექსპერტის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, კომისიას უფლება არ აქვს, კენჭისყრის შენობიდან პირი ძალის გამოყენებით გააძევოს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს. 

„თუ კომისია ჟურნალისტს უკრძალავს გადაღებას და ის არ ემორჩილება, კომისიამ უნდა მიიღოს განკარგულება და იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი მაინც არ დაემორჩილება, უნდა გამოიძახოს პოლიცია. კომისიის წევრებს და თავმჯდომარეს არავითარ შემთხვევაში არ აქვთ უფლება, რომ ადამიანი ძალის გამოყენებით გააძევონ და მითუმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ. ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები უნდა გატარდეს იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც ძალადობას ჰქონდა ადგილი“, - განუცხადა ნინა ხატისკაცმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.  

ახალი ამბები