კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოები არჩევნებს ერთობლივად აკვირდებიან

27 ოქტომბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

„ეს არის დღე, რომელსაც შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა 31-ე საარჩევნო უბანზე, ჟურნალისტებთან საუბრისას. 

აშშ-ს ელჩი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ ალექსანდრა პოლ ჰოლისთან და საქართველოში ნიდერლანდების ელჩ ჰანს ჰორბახთან ერთად, დიდუბეში 207-ე საერო სკოლაში განთავსებულ 31 –ე საარჩევნო უბანში არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდა და კომისიის თავმჯდომარისგან არჩევნების მიმინარეობით დაინტერესდა. 

„უკვე ტრადიციად გვაქვს, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოები არჩევნებზე ერთობლივ დაკვირვებას ვახორციელებთ. ახლაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვიმყოფებით აღნიშნულ უბანზე, სადაც დავაკვირდით პროცესს. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს გახლავთ ის დღე, რომელსაც შეუძლია თავის წვლილი შეიტანოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში. ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ არის ორგანიზებული საარჩევნო პროცესი უბნებზე. ჩანს, ამ შემთხვევაში პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ პროცესი წარიმართება მშვიდად, გამჭვირვალედ, თავისუფლად და სამართლიანად“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ელჩები დღეს კიდევ რამდენიმე უბანზე მივლენ. 

ახალი ამბები