კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში 2000 - ამდე ამომრჩეველი ხმის უფლების გარეშე დარჩა

29 ოქტომბერი, 2013
 
ქეთი ლაბაძე, აჭარა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით აჭარაში სულ 305 387 ამომრჩეველია. ბათუმში ხმას სულ 133 512 ამომრჩეველი აძლევს. ქედაში 15,744 ამომრჩეველი; ქობულეთი - 69,377; შუახევი - 15,200; ხელვაჩაური - 47,305 და ხულოში კი 24,249 ამომრჩეველი. ბათუმში 2000 - ამდე ამომრჩეველს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ისინი საარჩევნო სიებიდან მერიის წერილის საფუძველზე ამოიღეს.

ნანული ბედინაძე, ბათუმის 52 უბანზე ხმის მისაცემად 08:40 წუთზე მივიდა, უბანზე მისულმა გაარკვია რომ ხმას ვერ მისცემდა, რადგან სიაში არ აღმოჩნდა: „ყოველთვის აქ ვაძლევდი ხმას, ახლა მითხრეს რომ ვერ მივცემდი ხმას, სახლს სადაც ვცხოვრობ რეკონსტრუქცია უტარდება, ახლა მშენებლობის პროცესშია, ამის გამო სიიდან ამოვუღივართ, ფარნავაზ მეფის ქ. 91/92 ვცხოვრობ, რეკონსტრუქციამდე ამ სახლში ვცხოვრობდით 24 ოჯახი, დაახლოებით 80 ამომრჩეველია ჩემს სახლში დარჩენილი ხმის უფლების გარეშე, მე უფრო სხვა მოლოდინები მქონდა, არაობიექტურად მიმდინარეობს არჩევნები, ჩემი უფლებები ირღვევა, წამართვეს ხმის მიცემის უფლება, განცხადება უნდა დავწერო თუმცა მითხრეს რომ ამით არაფერი შეიცვლება, ხმას ვერ მივცემ.“- აცხადებს ნანული ბედინაძე.

საარჩევნო უბნის კომიის მდივნის განცხადებით, მოქალაქეებს ადრე 
უნდა გადაემოწმებინათ საკუთარი თავი სიაში. 

მოქალაქეების რეგისტრაცია საჯარო რეესტრს აქვს გაუქმებული. მოქალაქეების სია, რომელთაც რეგისტრაცია აქვთ გაუქმებული, უბნის საარჩევნო კომისიას ოლქმა გადასცა არჩევნებამდე ორი დღის წინ. სოფო ხოჯავას, უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს არიან ადამიანები, რომელთა სახლებიც დაინგრა და მათ ადგილას ახალი კორპუსები შენდება.

ბათუმში ჯამში 56 საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლებს არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება: „ექსპლუატაციაში შესული სახლების მცხოვრებლებს აეკრძალათ ხმის მიცემა. მათ კი ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ აქამდე“- განაცხადა პეტრე ზამბახიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგზე, ბათუმის ცენტრალურ ოფისში.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის განმარტებით, ამომრჩევლების საარჩევნო სიიდან ამოღება იუსტიციის სამინისტრომ მერიის ოფიციალური წერილის საფუძველზე მიიღო, 400 ამომრჩეველის წერილის საფუძველზე, ხოლო 1500-ამდე ამომრჩეველი თვითონ მშენებლობის  მესაკუთრემ ამოიღო რეგისტრაციიდან.

ახალი ამბები