კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ბოლო შეწყალების აქტს შსს უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს

31 ოქტომბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებულ პირთა უმეტესობა სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა. უფრო კონკრეტულად, შეწყალებულთა შორის არიან: განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის მსჯავრდებული 15 პირი, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული 4 პირი (აქედან 12 პირი სრულად გათავისუფლდა სასჯელისაგან - ყველა მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის), ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული 32 პირი (უმრავლესობა მსჯავრდებულია დანაშაულთა ერთობლიობისათვის. მათგან 13 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება), ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებული 70 პირი (მათგან უმრავლესობა რეალიზატორია, ანუ ის პირები, რომელთაც არ შეეხოთ წინა ამნისტია რეალიზატორობის გამო. 70-ვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის), ქურდობისთვის მსჯავრდებული 27 პირი (მათგან ნაწილი მსჯავრდებულია დანაშაულთა ერთობლიობისათვის), ძარცვისთვის მსჯავრდებული 6 პირი, მითვისება/გამოძალვისთვის მსჯავრდებული 30 პირი (მათგან ნაწილი მსჯავრდებულია დანაშაულთა ერთობლიობისათვის), სამოხელეო დანაშაულისათვის მსჯავრდებული 6 პირი (მათგან 3 ქრთამისთვის მსჯავრდებული), ასევე შეწყალებულია გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებული 9 პირია და სხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდებული 15 პირი (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა, კონტრაბანდა, გადასახადისათვის თავის არიდება, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და სხვა). 

ამასთან, შეწყალებულთა შორის 53-ს სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო 4-ს შეუმცირდა. 122 პირი გასამართლებულია 2012 წლის 2 ოქტომბრამდე. 

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, შსს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებას "ყოვლად უპასუხისმგებლო და უკიდურესად შემაშფოთებელ გადაწყვეტილებად" აფასებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია შეწყალების ეს ფაქტი. პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ყოვლად უპასუხისმგებლო და უკიდურესად შემაშფოთებელი, ვინაიდან შეწყალებულთა უმეტესობა სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა 2204 პირი შეიწყალა, რომელთა შორისაც მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში განმეორებითი დანაშაულისთვის სამართალდამცველებმა 240 პირი დააკავეს", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

ახალი ამბები