კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნოდ კადრები გადაამზადეს

24 ოქტომბერი, 2013
 
გვანცა ჯიქია, იმერეთი

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს ძირითადად ოთხი მათგანი განახორციელებს: "ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

"ახალგზარდა იურისტთა ასოციაციამ" იმერეთის რეგიონის მასშტაბით 65 დამკვირვებელი გადაამზადა. მათი წარმომადგენლები 27 ოქტომბერს იმერეთის   ხუთ ოლქს (ქუთაისი, წყალტუბო, ბაღდათი, სამტრედია და თერჯოლა) დააკვირდებიან. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დაკვირვებას 52 უბანზე განახორციელებს. ასევე, ეყოლება მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სხვა უბნების მონიტორინგსაც განახორციელებენ. მათი ორგანიზებით, ქუთაისში იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების 15 წარმომადგენლისათვის საკადრო პოლიტიკის საკითხებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა-ტრენინგს ადამიანური რესურსების მართვის შვედი ექსპერტი გაუძღვა. ტრენინგის მიზანი საჯარო მოხელეებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში  მოქმედი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. 

რაც შეეხება "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას", იმერეთის რეგიონის მასშტაბით საარჩევნო უბნების 30%-ის მონიტორინგს გეგმავს. ორანიზაციას ჰყავს გაოცდილი კადრი, რომელიც წლებია მუშაობს. თუმცა, როგორც  ორგანიზაციაში განმარტავენ, ხდება მათი როტაცია. შერჩევისას კი, მთავარი სახელმძღვანელო პრინციპებია: სანდოობა, ობიექტურობა და პოლიტიკური ნეიტრალიზმი.

2 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა და „ჯამპსტარტ–ჯორჯიამ“ არჩევნების პორტალის პრეზენტაცია გამართეს. ElectionsPortal.ge დაინტერესებულ საზოგადოებას აწვდის კომპლექსურ ინფორმაციას არჩევნების შესახებ. დარღვევების რუკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს და თავადვე გამოაქვეყნოს მის მიერ დაფიქსირებული ინციდენტები, ელექტრონულად.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ცენტრს, ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ქუთაისის, სამტრედიის, ბაღდათის, თერჯოლის, საჩხერის, ხონისა და წყალტუბოს ოქლებში დააკვირდებიან.

ახალი ამბები