კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საბავშვო ბაღის შენობიდან გამოსახლებული 6 ოჯახი კვლავ კარვებში რჩება

5 ნოემბერი, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავის ყოფილი #35-ე საბავში ბაღის წინ  ორი თვეა კარვებია გაშლილი. შენობიდან გამოსახლებული ექვსი ოჯახი ცხოვრებას კარვებში აგძელებს. შენობა, რომელშიც სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახები უნებართვოდ იყვნენ შესული ახლა დევნილთა სამინისტროს ეკუთნის და მისი რემონტი, დევნილებისთვის გადასაცენად, რამდენიმე დღეში დასრულდება.

გამოსახლებულები აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და სწორედ, ამ მიზეზით მოახლოებული ზამთრის სიცივის მიუხედავად  კარვებში რჩებიან.  

,,თვითმმართელობა გვეუბნება, რომ არ აქვს საბინაო ფონდი, დევნილთა სამინისტრო გვიხსნის, რომ შენობა დევნილებისაა -  ჩვენ კი ვრჩებით ასე ღია ცის ქვეშ. დავდგით შეშის ღუმელი და ამით ვთბებით ღამით. არ ვიცი ასე სადამდე გავძლებთ, არავინაა ჩვენი პატრონი. გასულ კვირას სიცივისგან შეწუხდნენ ბავშვები და შენობის ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ. მოვიდა პოლიცია და ამის გამო, შენობის დაცვის თანამშრომელს 2 000 ლარით აჯარიმება. იძულებული გავხდით ბავშვები გამოგვეყვანა“, -ამბობს ფატი ბურძენიძე.

გამოსახლებულთა შორისაა სამი შვილის დედა ირმა დიაკონიძეც: ,,ვარ სოციალურად დაუცველი. მყავს ეპილეფსიით დაავადებებული შვილი. თითქმის ორი თვეა ასე კარვებში ცხოვრობთ, რა ვქნა სხვაგან წასასვლელი, რომ მქონდეს ავადმყოფ ბავშვს  ასეთ დღეში ვამყოფებდი?! ორ-ორი საბანი გვაფარია, მაგრამ კარავში ისე ცივა, როგორც ეზოში, გათოშილები ვწევართ“, - ამბობს დიაკონიძე. 

რუსთავის თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ მიუხედავად საბინაო ფონდის არ არსებობისა, მათ გამოსახლებულებს დროებით საცხოვრებლად დავით გარეჯის 30 ნომერში მდებარე შენობა შესთავაზეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს. 

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს ერთ-ერთი ქარხნის ყოფილ საწყობს. გამოსხლებულები აღნიშნულ შეთავაზებას ამ ეტაპზე არ თანხმდებიან, რადგან დავით გარეჯის #30-ში არ არის ელექტროენერგია და დაზიანებული სახურავის გამო, შენობაში წვიმის დროს მეორე სართულის ყველა ოთახი იტბორება. ასევე, გამოსახლებულების თქმით, აღნიშნულ შენობაში, უკვე შესახლებული არიან სხვა უსახლკაროები და მათთვის საკმარისი ადგილი აღარაა. 

ახალი ამბები