კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პრეზიდენტმა რევაზ ჭარბაძე შეიწყალა

5 ნოემბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა რევაზ ჭარბაძე შეიწყალა. მიხეილ სააკაშვილმა რევაზ ჭარბაძე საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში შეტანილი წვლილისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვა. 

„რაც შეეხება რევაზ ჭარბაძეს, მე არა მხოლოდ უყოყმანოდ ვაწერ ხელს მისი შეწყალების დოკუმენტს, არამედ ვაჯილდოებ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით ნიშნად დაფასებისა იმ დიდი ღვაწლისა, რაც საუკუნეების შემდეგ, ქართული სამხედრო წარმოების აღორძინებით და შექმნით გამოიხატა. მადლობას ვუხდი მას იმ რწმენის დაბრუნებისთვის, რომ ქართველებს ყველაზე რთული ტექნიკური ამოცანის გადაწყვეტა ხელეწიფებათ სწორი ორგანიზაციისა და ხელმძღვანელობის პირობებში. მთავარია, მალე დადგეს ის დრო, როდესაც რეზო და მისი მსგავსი სპეციალისტები შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას და აღმშენებლობის შემდეგ ტალღაში მონაწილეობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

რევაზ ჭარბაძე, ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულია ე.წ ციხის ბუნტის საქმეში და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილმა ამავე საქმეზე რამდენიმე დღის წინ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც შეიწყალა.

ახალი ამბები