კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა ცოტნე მამულაშვილი შეიწყალა

5 ნოემბერი, 2013
 
News.ge

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი თანამშრომელი ცოტნე მამულაშვილი შეიწყალა. როგორც პოეტ იზა ორჯონიკიძის შვილიშვილისა და მხატვრისა და პუბლიცისტის მაია ორჯონიკიძის შვილის მამულაშვილის ადვოკატმა ლევან ჯავახაძემ განაცხადა,  მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავისუფლების 6 წლითა და 3 თვით აღკვეთა 24 ოქტომბერს შეეფარდა, რის შემდეგაც იგი სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს.

ცოტნე მამულაშვილი 14 თებერვალს დააკავეს. მხატვარსა და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ექსპერტს ბრალად ლომბარდის დაყაჩაღება ედება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს.

ცოტნე მამულაშვილის საქმეზე პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს სამოქალაქო სექტორი რამდენიმე თვის წინ მიმართავდა. მაია ორჯონიკიძე შვილის დაკავებას მის ოპოზიციურ განცხადებებს უკავშირებდა.

ახალი ამბები