კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კბილაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობას ტოვებს

7 ნოემბერი, 2013
 
ნეტგაზეთი 

საქართველოს მთავარი პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი დაპირისპირება საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრსა და ამჟამინდელ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თუმცა ამის მიუხედავად მან თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა.

არჩილ კბილაშვილმა განმარტა, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, მას არაერთხელ უსაუბრია ივანიშვილთან, რომ ისიც გადასულიყო მასთან ერთად სამოქალაქო სექტორში, რათა "მხარში ამოვდგომოდი აწ უკვე საზოგადო მოღვაწეს ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა კბილაშვილმა. 
 
მისი თქმით, ზნეობრივი ნაბიჯია ივანიშვილისგან პოლიტიკიდან წასვლა: 
 
"მისი თანამდებობიდან წასვლა ადასტურებს, რომ მისი ბრძოლა ზნეობრივ იდეალს და არა ხელისუფლებაში მოსვლას ემსახურებოდა", - განაცხადა კბილაშვილმა.
 
მისივე თქმით, ივანიშვილი ნაადრევად მიიჩნევდა არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადადგომას, თუმცა კბილაშვილის თქმით, ნაადრევი იყო მისი საჯარო სამსახურში დასაქმება.

კბილაშვილის თქმით, ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე შეინარჩუნებს თანამდებობას, ხოლო ამის შემდეგ, მომავალი პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, თუ ვინ გახდება მთავარი პროკურორი.

კბილაშვილი აცხადებს, რომ არც ერთ სხვა სახელმწიფო სამსახურში არ აპირებს დასაქმებას და გააგრძელებს საქმიანობას სამოქალაქო სექტორში ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

ახალი ამბები