კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველობის მოხელეებს კონკურსის წესით შეარჩევენ

11 ნოემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე დღის წესრიგით 13 საკითხი იყო გათვალისწინებული,  განხილვის დროს განსაკუთრებული ხმაური მესამე საკითხს მოჰყვა,   რომელიც ადგილობრივ თვითმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე  საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებას ეხებოდა.  საკრებულოს დეპუტატის თემურ ხაჩიურის უკმაყოფილება კონკურსის დადგენილი მოთხოვნების პირველმა პუნქტმა გამოიწვია,  სადაც წერია რომ კონკურში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს და აქვს საშუალო განათლება მაინც. დეპუტატს ამ საკითხის განხილვამ ქართული ფილმი ,,უდიპლომო სასიძო“ გაახსენა

,,ქართული ფილმი, რომ არის უდიპლომო სასიძო, ვარდენს უდიპლომო სასიძო არ უნდოდა და სოფელს შეიძლება თავკაცი ჰყავდეს უდიპლომო?“ - აღნიშნა ხაჩიურმა

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ განცხად რომ ეს მხოლოდ სოფლის რწმუნებულებს ეხებოდა და საკითხში ამის შეტანა მუნიციპალიტეტის გამგებლის და მაჟორიტარი დეპუტატის თხოვნით მოხდა: ,,ხაშურში მოხდა ანალოგიური, იქ კიდევ უფრო მეტად დააწვრილმანეს ჩაწერეს, რომ მხოლოდ სოფლის რწმუნებულებზე იყოს ეს დაშვება, მე ვფიქრობ თუ ამაზე წავალთ რწმუნებულს შეიძლება განათლებაც არა ჰქონდეს, მაგრამ იყოს თავკაცი და მეურნე, ამიტომ ორივე ვარიანტს ვუყაროთ კენჭი“

აღნიშნულთან დაკავშირებით უკმაყოფილება სხვა დეპუტატებმაც გამოთქვეს. საკრებულოს სხდომაზე საკითხში ჩასწორება შეიტანეს და ორივე საკითხს უყარეს კენჭი, არც ერთმა დეპუტატმა ,,უდიპლომო“ რწმუნებულს მხარი არ დაუიჭირა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებში კომისიამ შემდეგი საკითხები შეიტანა, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა: 1. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება. 2. განათლება–უმაღლესი,  ბაკალვრის აკადემიური ხარისხიდან იწყება.  3. სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი საკითხების ცოდნა საქართველოს კონტიტუცია,  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი პირველიდან მეოთხე თავის ჩათვლით, 4. საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მოსული წერილის მიხედვით, ყველა საჯარო დაწესებულებაში კონკურსის წესით უნდა შეირჩნენ თანამშრომლები, კონკურსი არ ეხებათ მხოლოდ მუნიციპალიტეტის გამგებელს და მის მოადგილეებს.  საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აირჩიეეს. კონკურსი პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს.  

ახალი ამბები