კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო მედიაგაშუქება - კვლევის შედეგების პრეზენტაცია

11 ნოემბერი, 2013
 
ნინო გვარიძიშვილი, კახეთი

მედიამონიტორთა ჯგუფის შეფასებით, წინაასაარჩევნო გარემოც და თავის მხრივ, მედიის მუშაობის სტილი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გასული წლისგან რადიკალურად  განსხვავებული იყო .  მათი თქმით, წინასაარჩევნო მედიაგაშუქება შედარებით მშვიდ და დაბალანსებულ გარემოში მიმდინარეობდა. 

მედიამონიტორინგის კვლევის შედეგები ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლიანმა არჩევნებმა“, „CRRC”-მ, ინტერნიუსმა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა  წარმოადგინეს. პროექტები ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

დაკვირვებები ტარდებოდა როგორც სატელევიზიო ისე, ბეჭდურ, რადიო  და ინტერნეტ მედიასაშუალებებზე. კვლევები მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კომპონენტს. 

CRRC თვალს ადევნებდა ტელევიზიების თოქ-შოუებსა და მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს: ,,კარგია ის, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, ნაკლებად იგრძნობდა პოლარიზება და გაშუქების უარყოფითი ტონი, თუმცა ანალიტიკური სიუჟეტების სიმცირე, მშრალი და ხანდახან მწირი, წყაროს მოკლებული ინფორმაციის არსებობა ისევ რჩება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად’’, - ამობს ქეთი ჩუბინიშვილი, CRRC-ის წარმომადგენელი. მისივე თქმით, აღსანიშნავი ფაქტია, რომ მედიასაშუალებები ნაკლებად აშუქებდნენ პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს.

რადიოს საინფორმაციო გამოშვებებს კი, ინტერნიუსი აკვირდებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში წამყვანები არ იყვნენ კრიტიკულები და განსაკუთრებით, რეგიონალურ რადიო-საშუალებებში არსებობდა დაუბალანსებლობის პრობლემა:,, რადიო ,,ძველი ქალაქი’’ აშუქებდა მხოლოდსაპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის აქტივობებს, რადიო ,,აჭარის’’  საინფორმაციო გამოშვებებს კი,  არც ერთ ეტაპზე არ დატყობია არჩევნების მოახლოება, რადგან საარჩევნო თემები თითქმის არ შუქდებოდა. ,,პირველი რადიო’’ აშუქებდა მრავალფეროვან ინფორმაციას, თუმცა უხარისხოდ’’- აღნიშნა  ინტერნიუსის წარმომადგენელმა. აღნიშნულმა განცხადებამ პროტესტი გამოიწვია ,,პირველი რადიოს’’ ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან, რომელიც კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდა.  ის არ დაეთანხმა კვლევის ავტორებს და აღნიშნა, რომ  კვლევა არ ჩატარდა საფუძვლიანად და დასკვნები კი, ზედაპირიულია.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი ჯოლოგუა კი, რომელიც ონლაინ-მედიის მუშაობას აკვირდებოდა, დაეთანხმა კოლეგებს, რომ საარჩევნო მედია გარემო შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა აქვე გამოყო ორი ინტერნეტ მედიაპორტალი Droni.ge  და For.ge, რომელთა სტატიებსა თუ სიახლეებში, ჯოლოგუას თქმით, აშკარად იგრძნობა ჟურნალისტის ან რედაქციის პირადი დამოკიდებულება საკითხის მიმართ. ,,For.ge კომენატრს მუდმივად აკეთებინებს რამდენიმე ექსპერტს და ყველა მათი შეფასება მთავრდება პრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკით’’- აღნიშნა ჯოლოგუამ. მანვე, წინასაარჩევნო პერიოდის ყველაზე მაღალპროფესიულად გაშუქების კუთხით გამოყო netgazeti.ge, რომელიც ყველა კანდიდატის მიმართ მიუკერძოებლად და დაბალანსებულად აშუქებდა მოვლენებს. 

„სამათლიანმა არჩევნებმა“ კი, რომელიც ბეჭდურ მედიას აკვირდებოდა, პრობლემურად გამოყო გაზეთები „ასავალ-დასავალი“ და „ალია“.  ,, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ ორ გაზათში ადგილი აქვს ეთიკის ნორმების დარღვევას, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. ისინი ავრცელებენ ხშირად დაუსაბუთებელ ინფორმაციას და აგრეთვე, იყენებენ და ქმიან კარიკატურის მსგავს სურათებს.’’ - აღნიშნა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ნანა ტაბატაძემ. 

კვლევები მოიცავს  16 ოქტომბრიდან 26 ოქტომრბის პერიოდს, თუმცა როგორც შეხვედრაზე დაანონსდა, უშუალოდ არჩევნების დღისა და მისი შემდგომი პერიოდის დაკვირვებათა შედეგები დეკემბერში გახდება ცნობილი.

ახალი ამბები