კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე 71 განცხადებაა რეგისტრირებული

11 ნოემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე 71 განცხადებაა რეგისტრირებული. გამგებლის თანამდებობის დაკავების მსურველებიდან გურჯაანელი  6 ადამიანია, დანარჩენი კანდიდატები კი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან. 

განცხადებები შეტანილი აქვთ თბილისის, აჭარის, იმერეთის და სხვა რეგიონების მაცხოვრებლებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ემზარ ჯიქურაშვილის გარდა, კანდიდატებს შორის ცნობადი სახე არცერთი არ არის.

კონკურსი  3 ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე შეირჩევა განაცხადები, მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ წერითი დავალება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა“, მესამე ეტაპზე კი მოხდება კანდიდატებთან გასაუბრება. საკონკურსო საატესტაციო კომისია კონკურსის მონაწილებიდან ერთ კანდიდატს 28 ნოემბრამდე შეარჩევს და დასამტკიცებლად საკრებულოს  წარუდგენს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 24 ოქტომბერს გამოცხადდა და 7 ნოემბერს დასრულდა. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი, მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია იყოს პროფესიით იურისტი,  უნდა ერკვეოდეს კანონებსა და სამართლებრივ აქტებში.

ახალი ამბები