კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს

13 ნოემბერი, 2013
 
ქეთი ლაბაძე, აჭარა

ბათუმში ცვილის ფიგუების მუზეუმი გაძარცვული და დარბეული საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“  ჟურნალისტმა აღმოაჩინა. ფოტოების გადასაღებად მისულ ჟურნალისტს  მუზეუმი გაძარცვული და დარბეული დახვდა: „ცვილის ფიგურების მუზეუმში ვაპირებდი ფოტორეპორტაჟის მომზადებას, ამისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მივმართე რომ გაეხსნათ მუზეუმი, როგორც კი გამიხსნეს კარი და შევედით პირველივე ოთახში მედეას ქანდაკება შუაზე გადატეხილი დაგხვდა, ვიკითხე რა სჭირდა ფიგურას, თუმცა არავის არ ჰქონდა ინფორმაცია. მეორე ოთახში ერთი ქანდაკება მთლიანად იყო დამსხვრეული, ვერც კი გავარჩიე ვისი იყო, შემდეგ უკვე მუზეუმის თანამშრომლებმა აღნიშნეს რომ გატანილია ტექნიკაც,“ - ამბობს ნინო ხოზრევანიძე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“  ჟურნალისტი.

მუზეუმი ამ დროისთვის პოლიცის მიერ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, გაძარცვის ფაქტის გახმაურების შემდეგ შენობაში კრიმინალური პოლიცია შევიდა.

მუზეუმის გაძარცვის ფაქტს ადასტურებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზაქვა, ის ამბობს რომ შენობა მერიის ბალანსზე იყო: შენობა მერიის ბალანსზეა, ცვილის ფიგურები გვაწერია ჩვენ, დაცვა არ ყავდა მუზეუმს, ვიდეოთვალი გაფუჭებული იყო.“ - აცხადებს აფხაზავა.

ქალაქ ბათუმის მერიაში აცხადებენ რომ შენობა მათ ბალანსზე არ არის, ბათუმის მერიის იურისტის რამაზ მამულაძის თქმით მერია ამ დროისთვის მოლაპარაკებას აწარმოებს არქიტექტორთა კავშირთან: „ხელშეკრულებაა გაფორმებული, ჯერ საბოლოო ხელშეკრულებაა არ გაფორმებულა, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ შენობა მერიის ბალანსზე გადმოვა, ამის შემდეგ შენობა გადაეცემა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, თუ არ ვცდები შენობის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აქვს.“ - რამაზ მამულაძის თქმით მოლაპარაკებები რა დროს დასრულდება არ იცის, მერია პასუხს ელოდება არქიტექტორთა კავშირისგან.

ნაციონალური მოძრაობის წევრი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასმათ დიასამიძე აჭარის მთავრობას მოუწოდებს სწრაფი რეაგირებისკენ: „დაგეგმილი იყო იარაღის მუზეუმის გახსნა, იგეგმებოდა აგრეთვე ხელნაწერთა და წიგნის მუზეუმის გახსნა, ახლის აშენება კი არა ძველს ვერ პატრონობს ეს მთავრობა, ფაქტის წინაშე დავდექით ყველანი, გაიძარცვა მუზეუმი, განადგურებულია ექსპონატები. აღმოჩნდა რომ მუზეუმს დარაჯიც არ ყავს, საჭიროა ყველა პასუხისმგებელმა პირმა აგოს პასუხი აღნიშნულის გამო,“ - აცხადებს ასმათ დიასამიძე.

მუზეუმის გარე ფასადიდან მოპარულია სანიაღვრე არხების მილებიც. ცვილის ფიგურების მუზეუმი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის ოქტომბერში გახსნა. თუმცა ვიზიტორებს მისი დათვალიერების შესაძლებლობა არც მაშინ და არც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არ ჰქონიათ. ცვილის ფიგურების მუზეუმი გახსნიდან  2 კვირაში დაიხურა, და ამ ხნის განმავლობაში სულ ჯამში 20-მდე ბილეთი გაიყიდა. დავალიანების გამო, შენობას შუქიც გათიშული აქვს.

ცვილის ფიგურების მუზეუმი ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლშია განთავსებული.  მუზეუმში აჭარის ისტორიასთან დაკავშირებული სხვადასხვა პირების ცვილის სკულპტურებია განთავსებული, მათ შორის ასლან აბაშიძისა და გენერალ ნეტკაჩოვის. ამჟამად მუზეუმში ხუთი ოთახია ათვისებული.

ახალი ამბები