კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე უჩა კანდელაკის კანდიდატურაც განიხილება

14 ნოემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე უჩა კანდელაკის კანდიდატურა განიხილება. 31 წლის უჩა კანდელაკი "ქართული ოცნების" ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრია. "მნიშვნელოვანს ვერაფერს გეტყვით. შიდა დონეზე ნამდვილად განიხილება ეს საკითხი. რამოდენიმე კანდიდატს შორის მეც ვარ დასახელებული. ჯერჯერობით მოვლენებს არ გავუსწრებ წინ"– განაცხადა უჩა კანდელაკმა.

იგი წარმოშობით გურჯაანელია. ის "ახალი მემარჯვენეების“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავჯდომარის ზურა კანდელაკის შვილია. დედამისი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად მუშაობს.  

შეგახსენებთ, რომ კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე უჩა კანდელაკის გარდა თელავის ყოფილი გამგებლის ზურაბ ყურაშვილის კანდიდატურაც განიხილება. ერთ ერთ კანდიდატად მოიაზრება ასევე მირიან ყარაულაშვილიც. იგი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია. თუმცა ამ ინფორმაციას თავად არ ადასტურებს. 

ახალი ამბები