08:39, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კუდის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის სასამართლო სხდომა უკვე მეოთხედ გადაიდო

18.11.2013

 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

12 ნოემბერს თელავის რაიონულ სასამართლოში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ზურაბ ლალიაშვილის საქმის განხილვა მისი გამოუცხადებლობის გამო უკვე მეოთხედ  გადაიდო. როგორც ბრალდებულის ადვოკატი მამუკა მიროტაძე აცხადებს,ზურაბ ლალიაშვილი ავად არის.

წინა სასამართლო პროცესებზე მიროტაძემ პირობა დადო, რომ აუცილებლად წარადგენდა ჯანმრთელობის ცნობას, თუმცა  დაპირების მიუხედავად, ლალიაშვილის ადვოკატს სასამართლოსთვის 5 სექტემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ლალიაშვილის ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია.

კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის მანანა თანდაშვილის განცხადებით თუ ზურაბ ლალიაშვილი მომდევნო პროცესზეც არ გამოცხადდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ ცნობას არ წარმოადგენს, მის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება: „სხდომა გადაიდო ზურაბ ლალიაშვილის გამოუცხადებლობით, თუმცა დაცვის მხარის მიერ არ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. როგორც დაცვამ განმარტა, ლალიაშვილის გამოუცხადებლობა დაკავშირებული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. შესაბამისად, მას მიეცა მითითება, რომ მომდევნო სხდომაზე, თუკი ბრალდებული კვლავ არ გამოცხადდება პროცესზე, დაადასტუროს ეს შესაბამისი მტკიცებულებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“,– განაცხადა პროკურომა  მანანა თანდაშვილმა. 

პროკურატურა ზურაბ ლალიაშვილს სსკ-ის 333-ე მუხლის, III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5–დან 8–წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   შსს–ს ინფორმაციით, ზურაბ ლალიაშვილმა თავის ყოფილ მოადგილესთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, სოფელ წინანდალში მცხოვრებ ბიზნესმენ ალექსანდრე მეგუთნიშვილზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელა,  რის შედეგადაც მეგუთნიშვილმა 2011 წლის მარტში, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს "ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200" და ორი "ტოიოტა კამრი" შეუძინა. ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ლალიაშვილი სამარათალდამცავებმა 2013 წლის 16 ივლისს საზღვრის გადმოკვეთის დროს დააპატიმრეს. იგი 2012 წლის ნოემბრიდან მიმალვაში იმყოფებოდა და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. 

17 ივლისს გამართულ  პროცესზე დაცვის მხარემ წერილობითი ფორმით იშუამდგომლა სასამართლოსთან, რომ  ლალიაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო. შუამდგომლობას მხარი დაუჭირა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა მანანა თანდაშვილმა. მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ლალაიაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.
ზურაბ ლალიაშვილის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC