07:04, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასამართლომ ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური თელასის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო

20.11.2013

 
სალომე ჩხეიძე

14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულები ყველა წარდგენილ ბრალდებაში  უდანაშაულოდ ცნო. 

14 ნოემბერს სასამართლო სხდომა პროკურორ რევაზ ბაღაშვილის რეპლიკით დაიწყო. ბრალდების მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქმის დეტალებზე.  პროკურორმა განაცხადა, რომ გიორგი ნემსიწვერიძე მოქმედებდა ნიკა გვარამიას დავალებით და ეს დასტურდება იმითაც, რომ მას „L &M სერვისის“ დარეგისტრირებაში დაეხმარა გვარამიას თანაშემწე. ასევე, მოგვიანებით, „L &M სერვისის“ ანგარიშიდან თანხის გამოსატანად გაყვნენ გვარამიას იურისტი, თანაშემწე და მძღოლი. 

„ნემსიწვერიძე იყო უზენაესი სასამართლოს მანდატური, მას არ ქონდა შესაბამისი ცოდნა რომ „ინტერ რაო ესის“  შვილობილი კომპანიებისათვის რისკების შეფასების სამუშაო შეესრულებინა და ამისთვის გასამრჯელო აეღო. ამდენად, ვითომცდა შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვა ქრთამის ლეგალიზების გზა იყო,“ - აღნიშნა რევაზ გაბაშვილმა.

პროკურორის რეპლიკის შემდეგ ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს. ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვაში ბრალდების მხარეს არაკომპეტენტური და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა: „არაფრით დასტურდება, რომ მე და დევი კანდელაკი შევთანხმდით, რომ ხეთაგურის პროტექციით მოვაგვარებდით პრობლემას. არც ალექსანდრე ხეთაგურს არ მოუთხოვია ქრთამი და საერთოდაც არ ყოფილა ქრთამის აღების ფაქტი, ეს იყო მეგობრული დახმარება. ჩემს ყველაზე დიდ ოპონენტებსაც კი არასოდეს დაუბრალებიათ ჩემთვის მექრთამეობა და ეს არის სირცხვილი, რომ ამ საქმის უკან პირველ რიგში პოლიტიკური მოტივაცია დგას. ვფიქრობ, მთავარი სამიზნე მე ვიყავი, ოღონდ, არა როგორც ნიკა გვარამია, არამედ, როგორც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.  თუმცა, მინდა გითხრათ, მე განყენებულად ვხელმძღვანელობ ტელევიზიას და პასუხისგებაში მიცემის მუქარით, ვერავინ მოახდენს ჩემზე ზეწოლას.“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბირო ოთახში გავიდა და ოციოდე წუთში დაბრუნდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, დევი კანდელაკი, აშოტ მანუკიანი, კახაბერ დამენია, იზაბელა გუტიძე და გიორგი ნემსიწვერიძე.  მოსამართლისვე განჩინებით, ყოფილ ბრალდებულებს გირაოს სახით გადახდილი თანხა 1 თვის ვადაში დაუბრუნდებათ.  ასევე, ყადაღა მოეხსნება ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ქონებასა და  „L & M სერვისს“.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ იუსტიციისა და განათლების მინისტრ ნიკა გვარამიას ბრალი ქრთამის აღებაში დახმარებისთვის, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენებაში ედებოდა. მასთან ერთად ბრალდებულ ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, ალექსანდრე ხეთაგურს კი, ქრთამის აღებაში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ. 

გამოძიების ინფორმაციით, გვარამია იყო ალექსანდრე ხეთაგურის ნდობით აღჭურვილი პირი „კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის“.

ბრალდების მხარის მტკიცებით, სწორედ გვარამიამ შეაქმნევინა მის მეგობარ გიორგი ნემსიწვერიძეს შპს “ L & M” სერვისი 2012 წლის 26 ივლისს, რომლის ანგარიშზეც კომპანია „ინტერ რაო ესის“ კუთვნილი ენერგოკომპანიებიდან, „თელასი“,  „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“,  და „მტკვარი ენერგეტიკიდან“ ჯამში 1 მილიონი დოლარი ჩაირიცხა  გარკვეული მომსახურების შესრულების სანაცვლოდ, რომელიც რეალურად არ შესრულებულა. გამოძიების თანახმად, ნემსიწვერიძემ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და გადასცა ნიკა გვარამიას. 

ნიკა გვარამია თავს დამნაშავედ არ ცნობდა და აღნიშნულ ბრალდებას პოლიტიკური მოტივებით ხსნიდა.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC