კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინციდენტი ჟურნალისტსა და გამგებლის მდივანს შორის

20 ნოემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გასულ კვირას მომხდარი ინციდენტის გამო შესაბამისი ორგანოების რეაგირებას ითხოვს. საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის, სოფო მთივლიშვილის თქმით, მას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ლოლაძის კაბინეტი ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. იგი ცდილობდა ლოლაძისგან ვიდეო კომენტარის მოპოვებას, რისი საშუალებაც მას გამგებლის მდივანმა არ მისცა:

„მდივანი მიჭერდა კამერას ცალკე ებღაუჭებოდა, მე ცალკე. შეხლა შემოხლაც მოხდა და აღმოვჩნდით სამუშაო ოთახაში. შემდეგ დაცვას გამოუძახა. ლოლაძემ მდივანს უთხრა რომ დაერეკა პოლიციაშიც. დაცვა რომ მოვიდა მაშინვე კამერაზე მომკიდა ხელი ამ დროს მომვარდა მდივანიც, თმაში ჩამავლო ერთი ხელი, მექაჩებოდა და უნდოდა გარეთ გავეყვანე, მეორე ხელით კი კამერას ებღაუჭებოდა. ამ დროს კამერა ძირს დამივარდა და ობიექტივს ნაწილიც კი მოსძვრა“ - განაცხადა სოფო მთივიშვილმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა. გიორგი ლოლაძემ ამ ინცინდენტითან დაკავშირებით კომენტარი სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისის თქმით ჟუნალსტი სოფო მთივლიშვილი მდივნის გაფრთხილების მიუხედავად, რომ გამგებელი წინასწარი შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებდა, მაინც შეიჭრა მის სამუშაო ოთახში.

ახალი ამბები