კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

20 ნოემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

პრეზიდენტის  რწმუნებულმა შიდა ქართლში ზურაბ ჩხეიძემ, პრეზიდენტის ინანგურაციამდე ერთი დღით ადრე 16 ნოემბერს, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მან მადლობა გადაუხდა თანამშრომლებს და ჟურნალიტებს, თანამდებობა დატოვა და აღნიშნა, რომ საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს.

ზურაბ ჩხეიძე: ,,მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო საქართველოს პრეზიდენს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საკამოდ ბევრის გაკეთება შეძლო და რაც მთავარია, ბევრ ადამიანს მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ქვეყნის მშენებლობის პრცესში, ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ მეც ამ პროცესების მონაწილე ვიყავი, ასევე განსაკუთრებული მადლობა ბატონ ვანო მერაბიშვილს, შეიძლება ბევრმა არ იცის მაგრამ სწორედ მისი პრემიერობის დროს გამოიყო მნიშვნელოვანი თანხები შიდა ქართლისათვის.“

ზურაბ ჩხეიძემ წარმატებები უსურვა მომავალ გუბერნატორს, თუმცა მას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა, უფრო კოკნკრეტულად კი 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატის სასარგებლოდ გამოყოფილი ასიგნებებიდან ახალ გუბერნატორს საწვავი და პრემიის თანხები აღარ ექნება: ,,პრემიების თანხა, ჯერ კიდევ, სექტემბერში ამოიწურა. ამის მიზეზია ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც საპრემიო თანხა წლის დასაწყისში შეგვიმცირეს. ასევე შემცირებული იყო საწვავის ხარჯი. ამიტომ მივმართავ ფინანსთა მინისტრს, რომ ახალ გუბერნატორს გადაადგილებისთვის თანხა გამოუყოს. მე, ბოლო ორი თვეა, ჩემი საკუთარი ხარჯებით ვყიდულობ საწვავს.” – განაცხადა ჩხეიძემ.

ზურაბ ჩხეიძის განცხადებით, ის არასამთავრობო სეტორში ბრუნდება. ხელისუფლებაში მოსვლამდე მან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გორის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი“ დააფუძნა, იგი სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მომავალში საქმიანობის გაგრძელებას. 

ახალი ამბები