კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

21 ნოემბერი, 2013
 

20 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. გოგუაძე ღარიბაშვილს უსაფრთხოების საკითხებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის, ირაკლი ციბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს. 

მისი განმარტებით, სამეურვეო საბჭოს არაერთი საჯარო განცხადებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვის მიუხედავად, ციბაძეზე ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია.

„შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა რამდენჯერმე თქვა მასმედიის საშუალებით, რომ ციბაძე არ გახლდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. გუშინ კი დეპუტატ გიორგი კანდელაკის კითხვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მოჰყვა ფაქტობრივად დადასტურება იმისა, რომ ციბაძე ნამდვილად არის მისი უწყების თანამშრომელი“, - განმარტა გოგუაძემ.

გიორგი კანდელაკმა 19 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი, უსაფრთხოების საკითხებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი?
ღარიბაშვილმა კანდელაკის კითხვას ასე უპასუხა - „არასოდეს არ გაგჩენიათ კითხვა და ვერ გაბედავდით ჩემი წინამორბედისთვის გეკითხათ, რატომ არიან ოდერ-ები სამინისტროებში. მე ამ კონკრეტულ კითხვაზე არ გიპასუხებთ“.

გოგუაძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში უშიშროების ოფიცრის თანამდებობის არსებობა (უსაფრთხოების საკითხებში გერალური დირექტორის მრჩეველი) არღვევს დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის უმთავრეს პრინციპებს და ეწინააღმდეგება თავისუფალი მედიის არსებობას. ემზარ გოგუაძემ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ ციბაძე მასზე ზეწოლას ახორციელებდა და ემუქრებოდა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ Media.Ge-თვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი ციბაძე მაუწყებელში 2013 წლის 21 მარტიდან მუშაობს და გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობა უკავია.
 
Media.Ge-მ სცადა გაერკვია იყო, თუ - არა, ირაკლი ციბაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელიც. თუმცა სამინისტრომ გამოცემის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. თუმცა ერთერთი სატელეფონო საუბრისას, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განგვიცხადა, რომ ირაკლი ციბაძე შსს-ს თანამშრომელი არ არის.  

ახალი ამბები