13:36, Thursday, 21.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა სრულდება

22.11.2013

 
სალომე ჩხეიძე 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.  შემდეგ პროცესზე მოსამართლე  საქმეზე გამართლებული პირების  საბოლოო სიტყვებს მოისმენს, რის შემდეგაც სასამრთლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს.  ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 აგვისტოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა.

19 ნოემბერს გამართულ  სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ახალაიას, გიგი კალანდაძის, მერაბ კიკაბიძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, გიორგი კინწურაშვილისა, მანუჩარ დარასელიასა და გაგა მკურნალიძის ადვოკატებმა.  

„მოქმედი თანამდებობის პირები ტელევიზიის საშუალებით ახდენენ ბაჩო ახალაიას დისკრედიტაციას, რათა მოსამართლეებს ამ გზით შეუქმნან განწყობა და გამოიტანონ მათთვის სასურველი განაჩენი. ფაქტია, რომ არ დაბრაზში არ ვიხილავთ სისხლის სამართლის საქმეს, ჩვენ პოლიტიკური ოპონენტების თავიდან მოშორების საქმეს განვიხილავთ“, - განაცხადა დასკვნით სიტყვაში ადვოკატმა რომეო საჯაიამ.

ადვოკატ დავით დეკანოიძის განცხადებით კი, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. მისი თქმით, არავინ დაობს, რომ წამება დაუშვებელია, თუმცა ფაქტია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯარისკაცების წამებასთან საერთო არ ჰქონია.

გიორგი ონიანი ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას გამოეხმაურა და საქმეში გამართლებულების, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის საქართველოში არ ყოფნის მიზეზებზე ისაუბრა:  „მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგაც კი დიდი ხნის მანძილზე არ შეწყვეტილა მათი საერთაშორისო ძებნა. რამდენიმე ხნის წინ ისინი საბერძნეთის საზღვარზე დააკავეს, სადაც შეექმნათ პრობლემები და ჩვენი ჩარევის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა ერთ-ერთის მამას ნერვიულობის ნიადაგზე დაემართა ინფარქტი. ამდენად, სასაცილოა ბრალდების მხარის განცხადება, თითქოსდა ჩვენ კინწურაშვილისა და დარასელიას დაკითხვა არ გვსურს. ცხადია, რატომ არ უნდათ ამ პირებს  საქართველოში ჩამოსვლა“.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ჯარისკაცების ფიზიკურ შეურაცხყოფასა და წამებას და ზვიად აბესაძისთვის უკანონოთ თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებს. საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქმეში ბრადლებული ყველა პირი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. 

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა  სააპელაციო სასამართლოში 25 ნოემბერს 11 საათზე ჩატარდება. მოსამართლე სამი ადვოკატის დასკვნით  და საქალაქო სასამართლოში გამართლებულების საბოლოო სიტყვებს მოისმენს.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC