კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტრასბურგის სასამართლო იუსტიციის სამინისტროს ჯემალ წიკლაურის საქმის ხელახალი განხილვის რეკომენდაციით მიმართავს

26 ნოემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იუსტიციის სამინიტროს საქმეზე ,,ჯემალ წიკლური საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდა. წიკლაური საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კერძოდ კი, ირაკლი ოქრუაშვილს და შიდა ქართლის გუბერნატორ მიხეილ ქარელს ქონების ჩამორთმევაში ადანაშაულებს. სტრასბურგის სასამართლო იუსტიციის სამინიტროს რეკომენდაციით მიმართავს, რომ საქმე ხელახლა განიხილოს ქართულმა მართალმსაჯულებამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის განხილვას სტარსბურგის სასამართლო დაიწყებს. რა პასუხი აცნობა იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს ეს უცნობია ჯემალ წიკლაურისთვის, რომელიც 9 წელია საკუთარი უფლებების დარღვევსა  და იმ გზეზბზე საუბრობს, რომლითაც ხელისუფლების მარალჩინოსნებმა მას ბაზრის სახეწიფოსთვის ჩუქების დუკუმენტისთვის ხელის მოწერა აიძულეს.

ჯემალ წიკლაური:  ,,ვარდების რევოლუციის შემდეგ გორში გუბერნატორად მიხეილ ქარელი დაინიშნა, რომელმაც პირდაპირი ზეწოლა განახორციელა ჩემზე. თავიდან ეს ასე დაიწყო: მოქალაქე  შემოვიდა ბაზარში, რომელმაც ხორცი ააწონინა გამყიდველს და ვითომ, სამასი გრამი დააკლეს და ქარელმა ტელევიზიების წინ განაცხადა ჯემალ წიკლაური კრიმინალია და უნდა დავიჭიროთო. ამის შემდეგ მე გუბერნატორის კაბინეტში შევხდი მიხეილ ქარელს, რომელმაც მითხრა რომ ჩემი საკუთრება უნდა მეჩუქებინა სახელმწიფოსთვის, მე რათქმა უნდა უარი განვაცხადე ამაზე, ამის მერე დაიწყო ფინანსური შემოწმებები, მოკლეთ ათასნაირი ზეწოლა, საგადასხადო სამსახური შემოგზავნეს და დამიწერეს აბსურდული აქტი, სადაც ნახსენები იყო რომ მე სახეწიფოს დავუმალე 278 000 ლარი, ამის საფუძველზე დამიჭირეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს, დღე არ არის გასული რომ ჩემთან არ ყოფილიყო მიშა ქარელი და არ ყოფილიყო ზეწოლა, რომ ხელი მომეწერა ბაზრის სახეწიფოსთვის ჩუქების საბუთს, მიუხედავად ამ დიდი ზეწოლისა, მე ხელს არ ვაწერდი ბოლოს უკვე მეუღლის დაკავებით დამემუქრნენ და ისეთი გადასხადი დამაკისრეს, რომ ფიზიკურად ვერ შევძლებდი  გადახდას. შემოსავალს უსწრებდა  გასავალი, გამაკოტრებდნენ და ასე წამართმევდნენ ქონებას, ამიტომ მოვაწერე ხელი ამ დოკუმენტს, სხვა გზა არ დამიტოვეს.“

2004 წლეს სახელწიფო ბალანზე გადასულ ბაზრას დღეს უკვე კერძო მფლობელები ყავს, აგრალური ბაზრი ებრაელმა და არაბმა  ბიზნესმენებამა 710 000 დოლარად  იყიდეს.   ბაზრის დირექტორის გოგი ბოჭორიშვილის თქმით, ბაზრის ამჟამინდელი მფლობელები კეთილსინდისიერი მყიდველები არიან და ბაზრის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები აქვთ. 

გოგი ბოჭორიშვილი ბაზრის დირეტორი: ,,ბაზრის ყიდვა მოხდა 2007 წელს, აუქციონზე გამოიტანა ქონების მართვის სამინიტრომ. პირველი აუქციონი არ შედგა, მეორე აუქციონზე არ იყო მყიდველი და მესამე აუქციონზე ბაზარი შეიძინეს ისრაელის მოქალაქემ ბასან მარზუკმა და არბეთის მოქალაქემ ალონ ეშედმა, ყველანაირი საბუთი არსებობს აბსოლიტურად და ისინი არიან პატიოსანი მყიდველები.  ჩვენ არ გვეხება დავა წიკლაურსა და სახეწიფოს შორის, ეს მათ მოაგვარონ“. 

საიას გორის ორგანიზციის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილის თქმით, სახეწიფო რთულ მდგომარეობაშია, როდესაც სადავო ობიეტი დღეს უკვე გაყიდულია, იმ შემთხვევაში თუ ბაზარი წიკლაურს დაუბრუნებს სასამართლო, მაშინ სახეწიფო ანაგრიშვალდებული რჩება ბაზრის ამჟამინდელ მეპატრონეებთანებთანც: ,,თუ დაგინდა რომ ადგილი აქვს ნამდვილად უფლებების შელახვას და ამას სჭირდება სათანადო წესით ამ საკითხის გამოკვლევა, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მოთხოვნის დაკმაყოფილება. საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად არ ითვალიწინებს აღნიშნულ საკითხს, თუმცა ბატონ ჯემალს უფლება აქვს მოითხოვოს ბაზრის უკან დაბრუნება, ამას დამატებული ის ზიანი რაც მიადგა ქონების უკანონო ჩამორთმევასთან დაკავშირებით,  ასევე თუ დადგინდა, რომ ამჟამინდელი მეპატრონეები არიან კეთილსინდისიერი შემძენები, ასეთ შემთხვევაში სახეწიფო აღმოჩნდება რთულ მდგომარეობაში და იმ შემთხვევაში თუ ბაზარი დაუბრუნდება წიკლაურს, ამჟამინდელ მეპატრონეებს სახეწიფომ უნდა გადაუხადოს კომპესაცია და მიყენებული ზიანიც აუნაზღაუროს“-  აცხადებს ქეთევან ბებიაშვილი.

ახალი ამბები