კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მოსახლეობა ხელისუფლების ერთწლიან მუშაობას აფასებს

26 ნოემბერი, 2013
 
ნათია ტრაპაიძე, თამარ ოგანოვა, აჭარა

როგორ აფასებს ბათუმის მოსახლეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ერთწლიან პერიოდს? მათი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი პრეზიდენტი, პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა? ამის შესახებ humanrights.ge - მ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. 

თეა ხინთიბიძე, ფსიქოლოგი, 25 წლის: ერთი წელი არც ისეთი დიდი დროა, რომ შეიძლებოდეს ძირეულ ცვლილებებზე მსჯელობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის დადებითი ცვლილებებიც, რაც ამ მცირე დროში განხორციელდა. გამოვყოფდი უფასო ჯანდაცვას _ დაზღვევას, რომლითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს, საბავშვო ბაღებში გადასახადების გაქუმებას, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ დარიგებას. რაც შეეხება უარყოფითს, მართებულად არ მიმარჩნია ამნისტია, რომელიც ახალმა მთავრობამ განახორციელა. ვთვლი, რომ ყველა პატიმრის საქმის სრულყოფილად შესწავლა არ მომხდარა.

ნანა უჯმაჯურიძე, 32 წლის  დიასახლისი: „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე უფრო მომწონდა. მოლოდინები არ გამიმართლა, რადგან არც დაპირებები შესრულებულა. პენსია გაიზარდა, მაგრამ საარსებო მინიმუმზე კვლავ ბევრად დაბალია. ხლისფლება კი სამთავრობო წრეში ტრიალებენ და არა ხალხში. ისიც მესმის რომ ერთ წელში ყველაფერის იდეალურად გაკეთება შეუძლებელია. ამიტომაც, ველოდები და იმედია ხალხისთვის მოიცლიან.

შოთა დოლიძე, სასტუმრო „რედისონის“ დაცვის თანამშრომელი, 26 წლის: ახალი ხელისუფლების მოსვლიდან დღემდე, იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ცვლილებები. მოსახლეობისთვის ხელშეწყობად შეიძლება მივიჩნიოთ მედიკამენტების გაიაფება, საპატრულო ჯარიმებიც გააიაფეს. მივესალმები იმას, რომ სოფლებშიც დაიწყეს ბუნებრივი გაზის გაყვანა. თუმცა, მაინც ვთლი, რომ რეგიონებს სათანადო ყურადღება არ ექცევა. მე თავად გურიიდან ვარ და ვიცი, რომ რამდენიმე მასშტაბური მშენებლობა შეჩერდა. უარყოფითად მიმაჩნია ასევე ისისც, რომ ქუჩაში სამართალდამცავი ორგანოს მუშაკები უფრომოდ ამოწმებენ მოქალაქეებს.

ნოდარ მოლარიშვილი, 52 წლის ბათუმის მკვიდრი: სკეპტიკურად ვარ განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ და ვფიქრობ, რომ მათ ხალხი მოატყუეს. არარეალური წინასაარჩევნო დაპირებები გასცეს, რომლის შესრულებაც ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. იგივე ხდება დღესაც, რაც ჩემთვის მიუღებელია.

მირიან გუდავაძე, სტუდენტი, 21 წლის: მცირე დროა ხელისფლების შეცვლიდან გასული, მაგრამ ცვლილებები ნამდვილად გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად, ბოლო ორი არჩევნებია. მას მოყვა ბევრი დადებითი ცვლილებაც: სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვის სფეროს რეფორმები, მცირედით მაინც დარეგულირდა ურთიერთობა რუსეთთან, ბევრად გაუმჯობესდა ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხების დახაჯვაზე კონტროლი. 

მაგული ჩანქსელიანი, 45 წლის დიასახლისი: ჩემთვის, ისევე როგორც მოქალაქეებისთვის, არა მგონია მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, თუ პრეზიდენტი რომელი პარტის წარმომადგენელია, ან პარლამენტში ვინ არის უმრავლესობა. ჩვენთვის მთავარია ხელისუფლებამ მოსახლეობაზე იზრუნოს და არარეალური დაპირებები არ უნდა მოგვცეს. მინდოდა „ქართული ოცნება“ მომწონებოდა, მაგრამ ჩემთვის არაფერი შეცვლილა.

ახალი ამბები