კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებაში

26 ნოემბერი, 2013
 
თამთა თვალავაძე

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და უფლებდამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრებმა  და პარტნიორებმა განახორციელეს პროექტი -  „სამხრეთ კავკასიაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენების აღსრულების პროცესში“.

პროექტი ითვალისწინებდა არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებას, რათა მათ  მონიტორინგი  გაუწიონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. ევროპული სასამართლოს პრინციპების  მიხედვით, სახელმწიფომ თუ საქმე წააგო, ვალდებულია, აანაზღაუროს ზარალი და აღკვეთოს მისი განმეორება, რადგან „სახელმწიფოს მიერ ჩადენილი ყველა საერთაშორისო ნორმით აღიარებული დანაშაულებრივი ქმედება იწვევს ამ სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობას“. 

ადამიანის უფლებათა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების  შემდეგ სახელმწიფო ვალდებულია, სამოქმედო გეგმა წარუდგინოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ამ  ინფორმაციის საშუალებით, მინისტრთა კომიტეტი აფასებს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შერულებას და თუ გადაწყვეტილებების აღსრულება ჭიანურდება, გარკვეული აქტივობები უნდა განხორციელდეს. 

პროექტის ფარგლებში სექტემბერში  შეხვედრები გაიმართა მინსიტრთა კომიტეტის აღსრულების აპარატის უფროსთან. შეხვედრებზე  კომუნიკაციის  სტანდარტები და  ეფექტური მუშაობის წესები განიხილეს.

ცვლილებები, რომლებიც კონვენციაში შევიდა 2010 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და აღსრულების  პროცესის დარღვევები  აცნობონ. საქართველოდან აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს და ადვოკატთა ასოციაციას. პირი, რომელიც პირადი კომუნიკაციის საშუალებით  კონკრეტულ საქმეზე მოამზადებს  წერილს, არ  უნდა  იყოს დაზარალებულის ადვოკატი. ამავე დროს, წერილი პოლიტიკურ დოკუმენტს არ უნდა წარმოადგენდეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სახელმწიფოს აკისრებს ინდივიდუალურ და საერთო ღონისძიების გატარებას მსხვერპლის „საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად“. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტში მონაწილე იურისტი ადამიანის უფლებათა ცენტრიდან, თამარ ავალიანი განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ღონისძიებებს, რომლებიც პირისთვის კომპენსაციის გადახდას და ქონების დაბრუნებას გულისხმობს, საქართველო ძირითადად, ასრულებს ხოლმე: „რაც შეეხება საერთო ღონისძიების გატარებას ანუ ეროვნული კანონმდებლობის შეცვლას, ამ მიმართულებით საქმე რთულადაა. საქართველოს 2007  წელს  ნაკისრი  ვალდებულები არ აქვს შესრულებული. ამიტომ პროექტი მნიშვნელოვანია  ქვეყანაში სამართლებრივი ფონის გაუმჯობესებისათის“. 

პროექტის ფარგლებში თამარ ავალიანი მუშაობდა 2007 წლის საქმეზე „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი საქართველოს წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულებს  კომპენსაციები უკვე  გადაუხადეს, რაც შეეხება საკანონმდებლო ვითარების ცვლილებას და დამნაშავეთა დასჯას,  ეს ჯერაც არ შესრულებულა.

პროექტის  პარტნიორი ორგანიზაციებია: ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი (ნორვეგია), ადამიანის უფლებათა ცენტრი (საქართველო), აზერბაიჯანის იურისტთა ასოციაცია (აზერბაიჯანი), არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობა“ (სომხეთი) , თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (საქართველო), იურდიული განათლების საზოგადოება (აზერბაიჯანი), „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ (საქართველო), საზოგადოებრივი კავშირი-დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების რესურსების ცენტრი (აზერბაიჯანი), ჰელსინკის ასამბლეა-ვანაძორი (სომხეთი), ჰელსინკის ფონდი ადამიანის უფლებებისთვის (პოლონეთი). 

არასამთავრობო ორგანიზაციის  ფუნქციაა, აქტივობების  განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, კონკრეტულ საქმეზე წერილის მომზადება. წერილის გაგზავნასთან ერთად, ორგანიზაციამ  უნდა  იზრუნოს, დარღვევაზე დისკუსია მასშტაბური გახადოს, დააინტერესოს  სხვა  ორგანიზაცები და  ჩართოს მედია  პრობლემის აქტიურად  გაშუქებისთვის. საერთაშორისო დონეზე კი, მათი ძირითადი ფუნქციაა გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი და ადვოკატირება.

აღსრულების ეფექტურობის გაზრდისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებს ყველა პოტენციურ, დაინტერესებულ ადგილობრივ სამთავრობო უწყებას უგზავნიან მინისტრთა კომიტეტისათვის მომზადებულ წერილებს.

აღსრულების  პროცესის  დარღვევების მხრივ  კავკასიის  რეგიონში ყველაზე რთული სიტუაცია  აზერბაიჯანშია.  თამარ ავალიანის თქმით, საქართველოსა და სომხეთში შედარებით უკეთესი სიტუაცია, ვიდრე აზებრაიჯანში. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია უფრო გახშირდა და აღსრულების  პროცესი უმჯობესდება.

ახალი ამბები