კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

GNCC-სა და „სუპერ TV“-ს შორის დავა მორიგებით დასრულდა

28 ნოემბერი, 2013
 
ნატა ძველიშვილი, www.media.ge

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა (GNCC) და საკაბელო კომპანია „სუპერ TV“-ს შორის დავა მორიგებით დასრულდა - კომისიამ ჯარიმა შეამცირა და „სუპერ TV“-ს მხოლოდ 3 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

საქმე ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტლებას. მაშინ „სუპერ TV“ რამდენიმე არხის არამართლზომიერი ტრანზიტისთვის 43 ათას 31 ლარით დააჯარიმდა. ჯარიმის თანხის ოდენობა კომპანიის ერთი წლის შემოსავლის ერთი პროცენტის შესაბამისად განისაზღვრა. „სუპერ TV“-მ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჯარიმა 19 ათასი ლარით შემცირდა, თუმცა საბოლოოდ საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც მხარეებს მორიგება შესთავაზა, რაც მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გააფორმეს.

მორიგების აქტის თანახმად, „სუპერ TV“ აღიარებს კანონდარღვევის ფაქტს, კომისია კი მზადაა კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შეიცვალოს და მინიმალური, 3 ათასი ლარის გადახდა დააკისროს. ამასთან, „სუპერ TV“ იღებს ვალდებულებას რომ უარი თქვას საკასაციო საჩივარზე, რომელიც წარდგენილია უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქნეთა პალატაში და აანაზღაუროსს სასამართლო ხარჯები.

„სუპერ TV“-ს თანხა გადახდილი ბიუჯეტში უკვე გადახდილი აქვს, ამიტომ კომისია მიმართავს შესაბამის უწყებას თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით.

„სუპერ TV“-ს იურისტის არჩილ თაბაგარის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ მხარეებს არაერთხელ მოუწოდა მორიგებისკენ და ჯარიმის ოდენობის შემცირებისკენ, ვინაიდან უზენაეს სასამართლოს არ სურდა ჩარეულიყო კომისიის გადაწყვეტილებაში და მის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა შეეცვალა.

მორიგების აქტს მხარეები უზენაეს სასამართლოს 28 ნოემბერს წარუდგენენ.

ახალი ამბები