კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში ე.წ “ხოფის ბაზრობის” მოვაჭრეები გაიფიცნენ

1 დეკემბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა ყველა მაღაზიაში შეაჩერეს. ისინი სალარო აპარატების განთავსების მოთხოვნას აპროტესტებენ. როგორც მოვაჭრეების აცხადებენ, 26 ნოემბერს, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს სალარო აპარატის გარეშე მუშაობის გამო. 

 „როგორ დავდგა სალარო აპარატი, მაშინ როცა 40 ათასიანი ბრუნვა მე არ მაქვს და არც ჩემი სავაჭრო ფართობია 9 კვ. მეტრზე მეტი. მყიდველი საერთოდ არ შემოდის და ვაჭრობაც აღარაა“, აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე, ნინო ბალაძე. 

„ჩვენ სალარო აპარატს ვერ დავდგამთ. ბანკის თანხებს ვერ ვფარავთ. დღის განმავლობაში, ხანდახან პურის ფულიც არ გვრჩება. ისედაც შემცირებული ვაჭრობის ფონზე გადასახადები ძალიან მაღალია. მოგების 70% განბაჟებასა და გადასახადებს ხმარდება. ნუ გვთხოვენ სალარო აპარატებს, თორემ ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ“, ამბობს ლია ბერიძე.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ხოფის ბაზრობაზე 2500-მდე მოვაჭრეა. ისინი „სავაჭრო ცენტრი 2009“-ის მოიჯარეები არიან. 2010 წლის 17 სექტემბერს ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად კი, მოვაჭრეები ვალდებული არიან სალარო აპარატები გამოიყენონ. მოვაჭრეები კი მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციების გაგრძელებას აპირებენ.

ახალი ამბები