კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის გამგებლად ემზარ ჯიქურაშვილი დაინიშნება

1 დეკემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. საატესტაციო გამოცდების ყველა ეტაპი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ ჯიქურშვილმა გადალახა.  საკონკურსო კომისიის წევრის ალექსანდრე სირბილაშვილის თქმით,  ემზარ ჯიქურშვილი საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა კომისიის წინაშე და  მაქსიმალური ქულები დააგროვა.

ჯიქურაშვილის განცხადებით კი, იგი კარგად იცნობს გურჯაანში არსბულ პრობლემებს და მზად არის მათ მოსაგვარებლად -  „საქმესთან მიახლოებული პასუხები გავეცი. მაქსიმალურად ცნობილია ჩემთვის რა ჭირდება რაიონს და რა პრობლემებია ქალაქში თუ სოფლად და ვფიქრობ, ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეც ამომწურავად ვისაუბრე.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 24 ოქტომბერს გამოცხადდა და 7 ნოემბერს დასრულდა. ვაკანტურ პოზიციაზე სულ 71 განცხადება იყო რეგისტრირებული. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარადა, თუმცა მესამე ეტაპზე მხოლოდ ემზარ ჯიქურაშვილი გადავიდა. გამგებლის კანდიდატურა საკრებულოს დასამტკიცებლად 2 კვირაში წარედგინება. 

ახალი ამბები