კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა ტუღუში – სისტემა არ შეცვლილა და როდის დაიწყება მოსმენებთან დაკავშირებით იგივე ვაკხანალია, არავინ იცის

5 დეკემბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

მოსმენებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა "პალიტრატვ"-ის ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, მოქალაქეების პირადი მიმოწერები და ინტერნეტწერილებიც "პირდაპირ გაედინება და მიდის იქ, სადაც საჭიროა".

"სისტემა "გაზეთილ" მდგომარეობაშია, გამზადებულია. იგივე სისტემა არსებობს, არაფერი შეცვლილა – მოსმენებთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებები არ არსებობს. კომპანიებს ისევ აქვთ "შავი ყუთები". ამ ეტაპზე უსმენენ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ, ყოველ შემთხვევში, გამზადებულია ყველაფერი და როდის დაიწყება იგივე ვაკხანალია, რაც იყო, არავინ იცის. სხვათა შორის, კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ინტერნეტი – თქვენი წერილები პირდაპირ გაედინება და მიდის ერთ ადგილას, სადაც საჭიროა. არ ვიცი იმ მასალებს კითხულობენ, არ კითხულობენ, მაგრამ მასალები მიდის. ერთია, როცა შენ ამბობ, რომ მე ვარ კეთილი და არ ვიყენებ ამას შენს წინააღმდეგ, მაგრამ მეორეა, რომ ყველაფერი კონტროლდება", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. მისივე თქმით, გაურკვეველია ფარული ჩანაწერების იმ დარჩენილი არქივის ბედიც, რომლის განადგურებაც არ მომხდარა.

ახალი ამბები