კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Humanrights.ge-ს სტატიამ გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა

9 დეკემბერი, 2013
 
Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიაპორტალის სტატიამ, „ტექნიკური მიმართულება - ბიჭებს, ჰუმანიტარული - გოგონებს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის    კონკურსში, საუკეთესო სტატიის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა.  

სტატია შეეხება შრომის სქესობრივ დანაწილებას და გენდერული იდენტობის გავლენას, პროფესიების არჩევისას. ( სტატია იხ: http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=17371&lang=geo  )

გაეროს მოსახელობის ფონდმა (UNFPA), პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის  მედია-კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანი იყო ხელი შეეწყო: გენდერული თემატიკის უკეთ გაშუქებას  მედიაში და ახალგაზრდების  უფლებების პოპულარიზაციას საზოგადოებაში.

გამარჯვებულთა  დაჯილდოება ზურაბ წერეთლის საგამოფენო დარბაზში 6 დეკემბერს გაიმართა. საუკუთესო მულტიმედია ნამუშევრის კატეგორიაში ორგანიზაცია „იდენტობის“ ჟურნალისტმა გურამ მაცხონაშვილმა გაიმარჯვა ვიდეო-სიუჟეტისთვის „ტრამვაი სახელად „სურვილი“. საუკეტესო ბლოგის კატეგორიაში  კი, პრიზი ჰაინრიხ ბიოლის  ფონდის  გენდერის პროგრამის კოორდინატორს ეთერ ნოღაიდელს გადაეცა.

ახალი ამბები