კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვემო ქართლში არჩევნების დღეს ათობით საჩივარი დაიწერა

10 დეკემბერი, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებით საქართვლოში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში, მასშტაბური დარღვევების გარეშე ჩატარდა. მიუხედავად, მშვიდი წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღისა - ქვემო ქართლის საარჩევნო უბნებზე ათობით საჩივარი დაიწერა. 

საჩივრების უმრავლესობა არჩევნების დღეს უბანზე დაშვებულ პროცედურულ დაღვევებს ეხება. რეგიონში მომუშავე ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები ყურადღებას ამახვილებენ შემაჯამებელი ოქმის შევსების ფორმაზე.

,, შემაჯამებელი ოქმის შედგენა მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წალკის შემდეგ საარჩევნო უბნებში: #39, #38, #32, #29, #27, #24, #22, #17, #16, #04, #05, #11, #15, #20, #33, #27, #31, #42. კერძოდ, ზემოაღნიშნულ უბნებში გაცემულ შემაჯამებელ ოქმებში საარჩევნო სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების გრაფები დატოვებულია ღიად. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ღიად დარჩენილი გრაფები უნდა იყოს შევსებული ჯვრებით ან ნულებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემაჯამებელი ოქმის გაყალბების შესაძლებლობა“, - წერს თავის ერთ-ერთ საჩივარში სადამკვირვებლო ორგანიზაცია, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო". 

ორგანიზაციის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საოლქო თავის გადწყვეტილებაში წერს, რომ საარჩევნო კოდექსი შემაჯამებელი ოქმის შევსებისას მსგავს ვალდებულებას არ აწესებს. აღნიშნულ შინაარსის ათობით საჩივარი შევიდა რეგიონის საოლქოებში, თუმცა არც ერთი არ დაკმაყოფილდა. 

გარდა პროცედურული დარღვევების შესახებ  დაწერილი საჩივრებისა, არის შინაარსობრივად განსხვავებული, რამდენიმე საჩივარიც.  კერძოდ,  ,, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მარნეულის მე-4 უბანზე დაწერილ საჩივარში ვკითხულობთ:  ,, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ელმირა მამედოვამ მოქალაქეს ხმა მიაცემინა მართვის მოწმობით“.  საჩივარი საოლქოს მიერ არ დაკმაყოფილდა ,, სამართლებრივი საფუძველის არ არსებობის გამო“.

ასევე  არ დაკმაყოფილდა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წარმომადგენლის კობა დარბაიძის საჩივარი. ,, 22 მარნეულის ოლქი, უბანი 42, თავმჯდომარე არასრულწლოვნებს აძლევდა უფლებას კენჭი ეყარათ, რაც დაფიქსირდა მრავალჯერ. მოთხოვნა: #42 უბნის შედეგების ბათილად ცნობა“, - წერს დარბაიძე. არ დაკმაყილდა საარჩევნო ყუთში ბიულეტების ჩაყრის შესახებ დაწრილი დარბაიძის მეორე საჩივარიც.  ,,22 მარნეულის ოლქი, #44 უბანი, საარჩევნო უბანში დაფიქსირდა ბიულეტენების ყუთში ჩაყრა, თავმჯდომარე დარღვევებზე არ რეაგირებდა. მოთხოვნა: #44 უბანის კენჭისყრის შედეგების ბადილად ცნობა“, - ვკითხუულობთ საჩივარში.

ქვემო ქართლის რეგიონში დაიწერა საჩივრები, რომლებიც საარჩევნო უბანზე არსებულ რამდენიმე დარღვევაზე საუბრობს. ,,22 მაირნულის ოლქი, # 40 უბანი: უბანში არ აღმოჩნდა ბიულეტენების მიღება-ჩაბარების აქტი, საარჩევნო ბიულეტენები ინახება ფანჯრის რაფაზე, ამომრჩევლებს არ თხოვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, არ ფუნქციონირებს სარეგისტრაციო ჟურნალი. კომისიის თავმჯდომარე შენიშვნებზე არ რეაგირებს. მოთხოვნა: #40 უბნის ბათილად ცნობა“, - წერს თავის საჩივარში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიაში, პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი ვეფხია გურგენიშვილი. აღნიშნული საჩივარიც არ დაკმაყოფილდა.

ქვემო ქართლის რაიონების საოლქოებში შესული საჩივრების, მხოლოდ მცირე ნაწილი დაკმაყოფილდა. საჩივრების უმრავლესობაზე კი საოლქოებმა განაცხადეს, რომ მომჩივანის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა ,,შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო“. 

ახალი ამბები