კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ კომისია დატოვა

13 დეკემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 
 
ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, რომელმაც უკვე შეარჩია  კადრი მერიის სხვადასხვა სამსახურებში, თავმჯდომარის მოადგილე ტოვებს. მამუკა მღვდელაძე, რომელიც საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავჯდომარეა, აცხადებს, რომ კომისია წნეხის ქვეშ მუშაობდა და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ზეწოლის ქვეშ იღებდა.

“ეს კომისია ვერ იქნება ობიექტური, რადგან მის უკან "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე დგას. ჩვენ მუდმივად ვიღებდით მისგან დირექტივებს, რისი მოთმენაც უბრალოდ შეუძლებელია", - აცხადებს მამუკა მღვდელაძე.
მღვდელაძის გადაწყვეტილება კონკურსის მონაწილეების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას მოჰყვა, რომელიც კომისიის დაშლისა და შედეგების გაუქმების  მოთხოვნით, გასულ კვირას  ქუთაისის მერიის წინ გაიმართა. 

კომისიის ფორმირების შესახებ განცხადება გააკეთა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ:  "მნიშვნელოვანია საკონკურსო-საატესტაციო კომისიას სხვადასხვა დარგის სპეციალისტები დაემატონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება." 

რაც შეეხება მამუკა მღვდელაძის მიერ კომისიის დატოვებას, ისევე როგორც კომისიის ფორმირებას, დაგვიანებულად მიიჩნევენ თავად კონკურსის მონაწილეები. ისინი აცხადებენ, რომ ახლა ამაზე საუბარიც კი უაზრობაა, რადგან მერიის ყველა სამსახური უკვე დაკომპლექტებულია.

ახალი ამბები