კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იმერეთის გუბერნატორის მთავარი აქცენტები

18 დეკემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
   
იმერეთის გუბერნატორი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ზაზა მეფარიშვილმა, რომელსაც 13 დეკემბრამდე შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა, მედიის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა.

"მე საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, დაკისრებული მოვალეობა პასუხისმგებლობით შევასრულო", - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.

მეფარიშვილმა აქცენტები პარლამენტის ადგილსამყოფელსა და ზოგადად, ქუთაიისის ფუნქციურად დატვირთის საკითხებზე დასვა: "პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა თავიდანვე შეცდომა იყო. თუმცა, მე, როგორც ქუთაისელს, გული დამწყდება, იგი თბილისში რომ გადაიტანონ. დღეს ქუთაისი ბავშვს ჰგავს, რომელსაც კანფეტს მისცემენ, მერე კი მას ართმევენ და ამის გამო განაწყენებულია", - აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა.

იგი თვლის, რომ ქუთაისს საგანმანათლებლო ფუნქცია უნდა დაეკისროს და ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს. რაც შეეხება, რეორგანიზაციას, რომლისთვისაც მას, ისევე როგორც ყველა ახლადდანიშნულ გუბერნატორს, პრემიერისგან 60 დღიანი ვადა აქვს მიცემული, უახლოეს დღეებში დაიწყება. მეფარიშვილის განმარტებით, ცვლილებები არ იქნება მასშტაბური, თუმცა, ჩატარდება კონკურსი, რათა ეს პროცესი გაჭვირვალედ ჩატარდეს.

ახალი ამბები