02:00, Sunday, 18.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოში აივ ინფიცირებულ ქალთა რაოდენობა იზრდება

18.12.2013

 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

საქართველოშ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, აივ ინფიცირებულ ქალთა რაოდენობა იზრდება. 2013 წელს გამოვლენილ 443 აივ ინფიცირებულთა შორის 113 ქალია. არის გარდაცვალების შემთხვევები, სულ 85. 

აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი. შემდეგ მოდის სამეგრელო-აჭარა და იმერეთი: "იმერეთში ზრდა გვაქვს 2011-2012 წლებში. ვნახოთ, როგორი იქნება 2013 წლის მონაცემი. რაც შეეხება ქალებს, მაჩვენებელი მართლაც საგანგაშოა. ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, რაც თავისთავად ქმნის ეპიდემიის საშიშროებას. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა. ყველა ფეხმძიმეს, რომელიც აღრიცხვაზე დგება, მესამე კვირაზე უტარდება ტესტირება აივ ინფექცია-შიდსზე და გამოვლენის შემთხვევაში, ერთვება შესაბამისი ზედამხედველობის პროცესში.  ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბავშვი ინფიცირებული არ დაიბადოს", - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე. 

იგი, ისევე როგორც ექსპერტთა დიდი ნაწილი, აივ ინფექციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამოქალაქო სექტორის როლს. თვლის, რომ არასამთავრობოების  ჩართულობა, რაც ძირითადად რისკ ჯგუფებთან მუშაობას გულისხმობს, ძალიან ეფექტურია. იგულისხმება ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, კომერციული სექს მუშაკები და ა. შ. :"საზოგადოებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია დავიცვათ ქალები. რატომ? იმიტომ, რომ ქალი ბადებს შვილს, რომელიც შეიძლება დაინფიცირდეს. კომერციული სექს-მუშაკები კი, ქმნიან აშკარა საფრთხეს ამ კუთხიით. აქ დიდია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის როლი, რომელიც ამ მიმარულებით აქტიურად მუშაობს. ვფიქრობ, პროფილაქტიკული პროგრამებით მოცვა ძალიან მნიშვნელოვანია. აქტიური მუშაობით ინფიცირების გავრცელებას და ახალი შემთხვევების მატებას თავიდან ავიცილებთ", - ამბობს ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრის "ახალი გზა" ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი დალი უშარიძე.

სპეციალისტთა განმარტებით, აივ ინფექცია რაც უფრო ადრეულ სტადიაზე იქნება გამოვლენილი, მით უფრო მეტი შანსია, რომ ადამიანმა იმკურნალოს და საბოლოოდ ჯანმრთელი დარჩეს, ანუ ინფექცია არ გადავიდეს იმუნიტეტის მწვავე დეფიციტის პირობებში - შიდსის სტადიაში.    

ამ მიმართულებით საქართველოში არასამთარობო სექტორი აქტიურად მუშაობს. მრავალფეროვანია მათი სერვისებიც. სწორედ მათი მუშაობის, მათ მიერ განხორციელებული პროფილაქტიკური პროგრამების წარმატების შედეგად ითვლება ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, სადაც შიდსის ვირუსი 1989 წლიდან არსებობს, ეპიდემია არ არის. 

ზურაბ ტატანაშვილი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ადვოკაციის კოორდინატორი: "ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ გენდერულ პროექტს, რომელიც მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში მუშაობს. პროექტის მიზანი ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ზიანის შემცირების პროგრამებითა და სერვისებით მოცვაა. პრინციპში, ჩვენ ახალ სერვისებს ცოტას ვთავაზობთ, თუმცა, ვეხმარებით არსებულ პროგრამებს, გაცილებით მეტ ქალ მომხმარებელზე გავიდნენ. ახლახანს გადაწყდა, რომ პროგრამაში გინეკოლოგის კონსულტაცია ჩაგვერთო. გლობალური ფონდის პროექტში ქალებიც ისეთივე სამიზნე ჯგუფია, როგორც კაცები. ამ კუთხით ჩვენ ვეხმარებით გლობალურ ფონდს, მეტ ქალზე გავიდეს, მეტი სერვისი მიაწოდოს მათ. ანუ, ხდება ჩვენი სქემის ინტეგრირება არსებულ პროექტსა და სერვისებში." 

მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 14 ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებიც ბენეფიციარებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ და რომელთა ერთადერთი დაფინანსების წყარო გლობალური ფონდია. ექსპერტთა აზრით, ის, რომ საქართველო  აივ ინფექცია - შიდსის ზრდის თვალსაზრისით დღეს სხვა ქვეყნების დონეზე არ არის,  სწორედ ამ ფონდის დამსახურებაა. თუმცა, ფონდი ეტაპობრივად ამცირებს დაფინანსებას, რაც როგორც ირკვევა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიღებული სტრატეგიაა: "როცა ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, ის იღებს სოციალურ და სამედიცინო ვალდებულებებს, რომელთაც მანამდე სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები უზრუნველყოფდნენ.  გლობალის პროგრამები ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა მართვაში, მათ შორის აივ ინფექცია - შიდსის პროგრამა. მომავალში, თანდათანობით სახელმწიფო დაფინანსება გარკვეული დოზით დაიწყებს ჩანაცვლებას. მე არ ვიცი, რა სტრატეგია და სამომავლო გეგმები აქვს გლობალს. ის კი ცხადია, რომ თუ არსებობს რისკი, რომ ქვეყანა ვერ შეძლებს ამ ფინანსური ვალდებულების აღებას და დადგება ეპიდემიის საფრთხის წინაშე, გლობალი ისევ გააგრძელებს დაფინანსებას", - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.

გლობალის დაფინანსების ქვეშ არსებული პროგრამები ეტაპობრივად დაავადებათა ეროვნული ცენტრში გადადის. სახელმწიფოში აქტიურად დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ მოხდეს ცარიელი ზონების შევსება. იგულისხმება ის ზონები, რომლებიც დაფარული არ არის არასამთავრობო სექტორის მიერ. დაავადების პრევენციისთვის ხორციელდება უფასო სკრინინგი (პირველადი ლაბორატორიული გამოკვლევა). ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიკეთოს გამოკვლევა, რომელიც, როგორც დასავლეთ საქართველოს ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში აცხადებენ, აბსოლუტურად კონფიდენციალური და უფასოა: "ეს ძალიან მნიშვნელოვანია - დროულად აღმოვაჩინოთ და დავიწყოთ მკურნალობა, რომ შემდეგ ინფექცია არ გავრცელდეს სხვა ადამიანებზე. როდესაც მკურნალობა იწყება,  იმუნიტეტი მატულობს და ვირუსული დატვირთვა კლებულობს, შესაბამისად, ამ შემთხვევაში გადაცემის შესაძლებლობაც ნაკლებია", - ამბობს შიდსისა და იმუნოლოგიის თბილისის ცენტრის რეგიონალური ფილიალის ექიმი-ინფექციონისტი ნინო ბენიძე.

ზიანის შემცირების კუთხით აქტიურად აგრძელებენ მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციები. შედეგი კი ისაა, რომ ახალი შემთხვევების მაჩვენებლის ზრდის ტემპი სტაბილურია და შესაბამისად, არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე. თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სამუშაო კვლავ ბევრია. იმისათვის, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები ნულამდე შემცირდეს, მაღალი რისკის ჯგუფებზე ფოკუსირებული პროფილაქტიკური პროგრამების როგორც ხარისხი, ისე მასშტაბები უნდა გაიზარდოს. აღნიშნულ საქმიანობაში კი, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC