კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროექტებისთვის თანხა შემცირდა

19 დეკემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით მილიონ 700 ათასი ლარით არის გაზრდილი და  18  659 500 ლარს შეადგენს. 2013 წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 17 092 800 ლარი  იყო.  მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  გასულ წელთან შედარებით ასევე 90 ათასი ლარითაა  შემცირებული სოციალური პროექტების დაფინანსება, მომავალი წელს მუნიციპალიტეტს  სოციალური კუთხით 810 000 ლარი აქვს გათვალიწინებული. წელს პრიორიტეტად კულტურისა და სპორტის განვითარებაა გამოცხადებული.

2013 წელთან შედარებით 727 000 ლარით არის გაზრდილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაფინსება ბიუჯეტიდან.  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების  დაფინსებისთვის,  2014 წლის მთავრი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2  400 000  ლარია გათვალიწინებული, ამას დამატებული 400 000 ლარი რაც საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციისთვის  არის განსაზღვრული. მიმდინარე წელს კი საბავშვო ბაღების დაფინანსება  მილიონ 360 000 ლარს  შეადგენდა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს საფინსო საბიუჯეტო კომისიის სხდომებზე უკვე მიმდინარებს, კომისიის წევრებს გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები აქვთ, რომლის გათვალიწინებას ითხოვენ.

 სოციალური სფეროს დაფინანსების შემცირებამ საკრებულოს დეპუტატების ერთი ნაწილის უკამყოფილობა გამოიწვია,  საკრებულოს ფრაქცია ,,მამულიშვილის“ თავმჯდომარე არჩილ საბიაშვილი   აცხადებს, რომ ცვლილებების შეტანა ბიუჯეტის  პროექტში საჭიროა. იგი ფრაქციის სახელით მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უპოვართა სასდილოს ამოქმედებას და უსახლკაროდ   დარჩენილი მოსახლეობისთვის  თავშესაფრის გახსნას ითხოვს.

არჩილ საბიაშვილი ფრაქცია ,,მამულიშვილის“ თავმჯდომარე: ,,არის გარკვეული პრიორიტეტები რომელიც ბიუჯეტში უნდა აისახოს, საკრებულოს დეპუტატებმა წერილობითაც მივაწოდეთ უკვე გამგეობას თხოვნა, ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირება დაიწყოს და აღსდგეს უპოვართა სასდილო, როლისთვისაც წლის განმავლობაში 50 ათასი ლარი იქნება საჭირო, ასევე უნდა აშენდეს უსახლკაროდ დარჩენილი ადამინებისთვის თავშესაფარი.“ 

დეპუტატების მეორე ნაწილი თვლის, რომ  მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტები სწორად არის განსაზღვრული და ისინი ბიუჯეტის პროექტის აღნიშნულ ვერსიას მხარს დაუჭერენ.
    
მევლუდ კაპანაძე საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: ,,პრიორიტეტები სწორად არის განსაზღვრული გამგეობასთან ერთად ამაში ჩართული იყო საკრებულოც, პრიორიტეტები ურთიერთშეთანხმებით ჩამოყალიბდა და მგონი მოსახლეობისთვისაც და რაიონისთვისაც მისაღებია“
სოციალური პაკეტის დაფინანსების შემცირებას ჯანდაცვის პროგრამის ამუშავებას უკავშირებს მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე.

პაპუნა კობერიძე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: ,, სოციალურ სფეროში ჯანდაცვის პროგრამა ამუშავდა და ამიტომაც შემცირდა წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური სფეროს დაფინანსება, წინ წამოიწია ინფრასტრუქტურის პროექტებმა, რომელიც ქალაქში განხორციელდება, ასევე საბავშვო ბაღები გახდა უფასო და  ბიუჯეტიდან ამისთვის გამოიყოფა 2 მილიონ 400 ათასი ლარი, არ გამოვრიცხავ რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გარკვეული კორექტირებაც შევიდეს“
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის განცხადებით ბიუჯეტის დაგეგმარების დროს იგრძნობა სუსტი მენეჯერული უნარები.
  
,,ინფრასტრუქტურული სამუშაობისთვის თანხა არის გამოყოფილი, მაგრამ უკვე არსებულის რეაბილიტაციითვის,   პრაქტიკულად ახალი არაფერი არ კეთდება, გზაც კი არ იგება მთელი წლის განმავლობაში, მხოლოდ ორმოების ამოვსებისთვის არის თანხები გათვალიწინებული, იმედია ჩვენი შენიშვნები გათავლიწინებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სახით რა სახითაც დღეს არის წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი მხარს არ დაუჭერთ“- აცხადებს ზვიად ხმალაძე.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადებით ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი პრიორიტეტი ზუსტად პასუხობს მოსახლეობის ინტერესებს, თუმცა ბიუჯეტს პროექტის კორეტირებას არ გამორიცხავს.
დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,საბოლოო ვარიანტის დამტკიცება მოხდება 25 დეკემბრამდე, ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები რაც არის წარმოდგენილი,  ეს არის ჩვეულებრივი თვითმართველობის პრიორიტეტები, რაც შეეხება პროგრამულ ბიუჯეტს, აქ უკვე თითოეული პრიორიტეტი უნდა იყოს გათვლილი, აქ არის გათვალიწინებული ბიუჯეტის ყველა ძირითადი მუხლი რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი და აუცილებელია“.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, საფინასო საბიუჯეტო კომისიის სხდომიდან რამდენიმე დღეში უკვე საკრებულოს სდომაზე გადმოინაცვლებს, თუ  რა სახის ცვილებები შევა წარმოდგენილ პროექტში, ეს უკვე 25 დეკემბრამდე გახდება ცნობილი, ამ დროისთვის საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული უნდა ჰქონდეს.

ახალი ამბები