კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

GPB-ს მეურვის შესარჩევმა კომისიამ კანდიდატთა არჩევის პროცესი შეაჯამა

24 დეკემბერი, 2013
 
ნატა ძველიშვილი , www.media.ge

საზოგადოებირვი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრებმა კანდიდატთა შერჩევის პროცესი 23 დეკემბერს შეაჯამეს. მათ მიერ შერჩეული 27 კანდიდატი უკვე გადაეგზავნა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლოსობას, რომლებიც 3-3 წევრს შეარჩევენ, ინფორმაცია მიიღეს სახალხო დამცველის აპარატმა, მისი კვოტით 2 მეურვე შეირჩევა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც ერთ წევრს შეარჩევს.

კომისიის წევრების თქმით, ისინი მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი კანდიდატები შეერჩიათ.

„ჩვენი ამოსავალი იყო ის კრიტერიუმები, რაც არის ერთის მხრივ კანონში გაწერილი ვინ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, მეორეს მხრივ, ჩვენ გავითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, რომელიც დაუშვა თავად პარლამენტმა, როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის საკითხის განხილვისას განმარტა ვინ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი კომისიის წევრი. ამ განმარტების თანახმად, თუკი პირი მონაწილეობდა და წარმოადგენდა რომელიმე პოლიტიკურ ძალას მიტინგზე, შეხვედრებზე ან არჩევნებში,  ის არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი კომისიის წევრი“, - აღნიშნა კომისიის წევრმა ია ანთაძემ.

კიდევ ერთმა წევრმა ნათია კუპრაშვილმა კი განმარტა რომ სწორედ ამ მიდგომის გამო ვერ მოხვდა 27 კანდიდატს შორის ერთ ერთი კონკურსანტი მერაბ ქათამაძე, რომელმაც გასაუბრებისას აღნიშნა, რომ ის რეპუბლიკური პარტიის წევრი იყო.

აღსანიშნავია, რომ შერჩეულ კანდიდატებს შორის მოხვდნენ მარინა მუსხელიშვილი და ნათელა სახოკია, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან. როგორც კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განმარტა, ეს ინფორმაცია მათ ჰქონდათ, არც კანდიდატებს დაუმალავთ და მათი კონცეფციებიც გარკვეულწილად ეფუძნებოდა იმ ცოდნას, რაც მათ ამ საბჭოში ყოფნისას მიიღეს.

„ჩვენ არ გვქონდა არანაირი ფორმალური საფუძველი, რომ კითხვის ნიშნები დაგვესვა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ჰქონდათ რაიმე ტიპის ინტერესთა კონფლიქტი კანონთან“, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

კომისიის წევრების განმარტებით, როგორც სახოკიამ და მუსხელიშვილმა, აგრეთვე იმ კანდიდატებმა, რომელებიც ამ ეტაპზე სხვა მაუწყებლებში მუშაობენ, გამოთქვეს მზადყოფნა, რომ არჩევის შემთხვევაში ამჟამინდელ პოზიციებს დატოვებენ.

სახალხო დამცველი, უმრავლესობა, უმცირესობა და უმაღლესი საბჭო 25 დეკემბრამდე შეარჩევენ წევრებს, რომელთაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს.

ახალი ამბები