კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სურსათის ეროვნულმა საააგენტომ გურჯაანის ბაზარი დააჯარიმა

24 დეკემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი

გურჯაანის აგრარული ბაზარი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 400 ლარით უკვე მესამედ დააჯარიმა. ბაზრის დირექტორის ლამარა აკოფაშვილის განცხადებით, დაჯარიმების მიზეზი სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაუცველობა და ხორცის სარეალიზაციოდ ტემპერატურული რეჟიმის არქონა გახდა.

მისივე თქმით, ბაზრის კეთილმოწყობის საშუალებას რამდენიმე ინდმეწარმე არ აძლევთ: „სურსათის ეროვნული სააგენტოს სანიტარულმა სამსახურმა ბაზარი უკვე მესამედ დააჯარიმა. მიზეზი სანიტარული ნორმების დაუცველობაა. ჩვენც ვიცით, რომ შესაბამისი პირობები არ არის, მაგრამ უკეთესად გაკეთების საშუალებას რამდენიმე ინდმეწარმე არ გვაძლევს, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ პოლიციაში ჩივიან. ვადა მოგვცეს, მაგრამ ვფიქრობ, ვერც ამ პერიოდში  შევძლებთ მდგომარეობის გამოსწორებას“, – განაცხადა ლამარა აკოფაშვილმა.

გურჯაანის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დასაცავად და ხორცის სარეალიზაციო ტემპერატურული რეჟიმის  სათანადო მდგომარეობის გამოსასწორებლად ვადა 20 იანვრამდე მისცა. აღნიშნული ნორმების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ბაზრის ადმინისტრაციას კიდევ 1200 ლარის გადახდა მოუწევს.

ახალი ამბები