კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იანვრიდან ახალგორში ხელფასებისა და პენსიების გაზრდა იგეგმება

30 დეკემბერი, 2013
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

იანვრიდან ახალგორის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლება პენსიებისა და ხელფასების გაზრდას  20-30%-ით  აპირებს. ადგილობროვების ცნობით, აღნიშნულ ცვლილებას დე ფაქტო ხელისუფლება მიმდინარე წლის სექტემბრიდან აპირებდა, თუმცა ახალგორელი მასწავლებლების თქმით, სექტემბერში ასეთი  ცვლილება არ განხორციელებულა. 

ცნობისათვის, ახალგორში მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 26 000 რუბლია, რომელიც 1 200-1300 ქართულ ლარს უდრის, პენსია კი, მინიმუმ 300 ლარის ეკვივალენტია რუბლებში.  

“მასწავლებლის ხელფასის მომატება ამ წლის სექტემბერში იგეგმებოდა. საუბარი იყო 20-30%-ით მომატებაზე, თუმცა ეს არ მომხდარა. მოგეხსენებათ, აქ მასწავლებელთა ატესტაცია ჩატარდა, რის შედეგადაც მასწავლებელთა კატეგორიები გამოვლიდა. საათობრივად ვისაც 23 საათი აქვს, იმას დიდი ხელფასი გამოსდის. ფაქტობრივად 1 საათი 1000 რუბლი ღირს. ზოგიერთ მასწავლებელს კი, 23 საათზე მეტი გამოსდის. შესაბამისად, საშუალოდ ყოველთვიური ხელფასი 1200-1300 ლარის ეკვივალენტს  აღწევს,” – გვითხრა  ქართული სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ხელფასი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან მხოლოდ ახალგორის რაიონს, როგორც საზღვრისპირა მხარეს, აქვს. ოფიციალური თბილისი კი, ახალგორში მოღვაწე მასწავლებელს მხოლოდ ყოველთვიურ ე.წ. კომპოენსაციად 100-150 ლარს ურიცხავს.

აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის იურისდიქციის ქვეშ ახალგორის რაიონი უკვე მე-7 ახალ წელს ხვდება. ყველაზე დიდი სადარდებელი, რაც ახალგორელებს  დღესდღეობით აქვთ, ის არის, რომ ახალი წლების შემდეგ ახალგორისკენ შესაძლებელია საგზაო რეგულაციებიც შეიცვალოს. მართალია, ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის საკითხის გადაწყეტა, რომელიც ამ თვეში უნდა დასრულებულიყო, გაზაფხულისთვის გადაიდო, მაგრამ რაიონში საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, დოკუმენტ ფორმა9-ის გაცემა ან მისთვის ვადის გაგრძელება გართულდეს.

როგორც ცნობილია, ფორმა9 ოსური დოკუმენტია, რომელსაც ადგილობრივი მილიცია იმ პირებზე გასცემს, ვისაც ოფიციალური ჩაწერა ახალგორში აქვს. თუმცა ოფიციალური ჩაწერის მიუხედავად, ზოგიერთ ახლგორელს აღნიშნული საბუთის აღებისა პრობლემები აქვს, ზოგიერთს კი,  საერთოდაც არ აძლევებნ. მიზეზები საბუთის გამცემი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არ სახელდება და ამაზე არც თავად უარით გასტუმრებულები საუბრობენ.  

ახალი ამბები