კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია დასრულდა

9 იანვარი, 2014
 
ნინო დევიძე

დევნილთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან - 27 დეკემბრამდე დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობდა. ხელახალი რეგისტრაცია განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 12 სარეგისტრაციო კომისიის მიერ საქართველოს ყველა რეგიონში გრაფიკის მიხედვით ჩატარდა. 

რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობაზე და სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვა სიახლეებზე, რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს ლევან კოკაიას ვესაუბრეთ.
 
- საქართველოს მთავრობის  N 794 განკარგულების საფუძველზე, 1 აგვისტოდან დევნილთა რეგისტრაცია საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობდა. რეგისტრაციის დაწყებისთვის დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, სულ რეგისტრირებული იყო 272 000 პირი, 21 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრაცია გაიარა 233 090 დევნილმა. პროექტის ფარგლებში ჩვენ მიერ მოპოვებულ და განხორციელებულ იქნა შემდეგი საკითხები: დევნილთა ფაქტიური მისამართების დადგენა, ოჯახების და მათი ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის განახლება, გაუმჯობესებული დევნილის მოწმობების გაცემა და იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებმაც თავის დროზე დევნილთა სტატუსი  კანონდარღვევით მიიღეს. 

- თქვენ ახსენეთ პირები, რომლებმათ კანონდარღვევით მიიღეს დევნილის სტატუსი, ყალბი დოკუმენტაციის გამო შეუჩერდათ თუ არა მათ სტატუსი? 

დღეისათვის 1200-მდე საქმის მოკვლევა მიმდინარეობს, აქედან 120-ის იდენტიფიცირება უკვე მოვახერხეთ და საქმე პროკურატურას არის გადაცემული. დანარჩენების შესწავლის პროცესში ვართ, თუ მათაც უკანონოდ აქვთ მიღებული სტატუსი რა თქმა უნდა შეუჩერდებათ. 

- რა ხდება იმ შემთხვევაში თუ დევნილმა რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლო?

მათ,  ვინც ამ ეტაპზე რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლო იანვრის თვიდან განცხადებით უნდა მიმართონ სამინისტროს, ან სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს. რეგისტრაცია ყველა დევნილისთვის სავალდებულო იყო, რომ არ შეჩერებოდათ დევნილის შემწეობა. სანამ გაივლიან რეგისტრაციას მათ დევნილის შემწეობა აღარ მიეცემათ, რეგისტრაციის გავლის შემდგომ კი, შემწეობა  კვლავ აღუდგებათ.

- ცნობილია, რომ 7000-მდე დევნილს შემწეობა ეხსნება რა გახდა ამის მიზეზი?

პარლამენტში უკვე განხილულ იქნა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დევნილებს, რომელთა დასაბეგრი შემოსავალი 1250 ლარია, 2014 წლის 1 მარტის შემდეგ დევნილთა შემწეობა აღარ მიეცემათ. თუ მომდევნო თვეებში ამ პირების შემოსავალი 1250 ლარზე ნაკლები იქნება, მათ ავტომატურად აღუდგებათ დევნილის შემწეობა. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ შემწეობის მოხსნაზე და არა სტატუსის შეჩერებაზე.
 
- როგორ აპირებთ შემოსავლის ცვალებადობის გაკონტროლებას?

ძალიან მარტივი პრინციპით. ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებში ყოველთვიურად, ონლაინ რეჟიმში მოხდება ინფორმაციის შედარება. როგორც აღვნიშნე მათ ვისაც აღარ ექნება შემოსავალი 1250 ლარი, შემწეობა აღუდგება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საუბარია პიროვნებებზე და არა ოჯახის დანარჩენ წევრებზე.
  
ცნობილია ასევე ის, რომ დევნილის სტატუსი მინიჭება იმ ახალშობილებსაც, რომელთაც თუნდაც ერთი მშობელი ჰყავდეთ დევნილი. 1 მარტიდან კი დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება. აქამდე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები 22 ლარს, ხოლო კერძო სექტორში მცხოვრებნი 28 ლარს იღებდნენ.

ახალი ამბები