კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პატიმრის ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

15 იანვარი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, ასევე - მთავარ პროკურატურას მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და დროულად დაიწყონ გამოიძიება #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. 

2013 წლის 19 დეკემბერს #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 19 მსჯავრდებულმა შიმშილობა დაიწყო მათ მიმართ წარმოებული საქმეების გადახედვის მოთხოვნით. მოშიმშილე მსჯავრდებულები განათავსეს  ე.წ. „ბურში“. 

21 დეკემბერს 3 მოშიმშილე პატიმარი გამოიძახეს ეტაპირებაზე. მათ შორის ერთ-ერთმა, ამირან ფატოევმა გამოხატა პროტესტი და ითხოვა განმარტება, რა აუცილებლობას წარმოადგენდა მოშიმშილე პატიმრის ეტაპირება. ფატოევის გადმოცემით, ამ დროს მსჯავრდებულებთან მოულოდნელად გამოვიდა დაახლოებით 30 თანამშრომელი, მათ შორის - #17 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე ბირთველიშვილი, რომელმაც პატიმრებს განუცხადა, იგი მათ მოთხოვნებზე პასუხის გაცემას არ აპირებდა. ამ დროს სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა ამირან ფატოევს საყელოში მოკიდა ხელი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ნიკაპში დაარტყა, დაუჭირა ხელები და დაუწყო ჯანჯღარი. შემდეგ კი კედელზე არტყმევინა თავი.  

ამ ინციდენტის შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში, პატიმარი გამოიძახეს ეტაპირებაზე და გადაიყვანეს #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სხვა  პატიმრებთან ერთად, იგი დღემდე განაგრძობს შიმშილობას, მაგრამ როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აღნიშნა, მათთან პრობლემების გასარკვევად არავინ მისულა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის ცემის გამო. ეს შემთხვევა მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ამირან ფატოევი წინა წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ხერხემლის დაზიანების გამო, ამჟამად მხოლოდ ყავარჯნით გადაადგილდება. 

მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად პატიმრების მდგომარეობა და მათი უფლებების დაცვა გაუმჯობესდა, ეს ტენდენცია სახელმწიფოს არ აძლევს უფლებას, რეაგირების გარეშე დატოვოს ცემისა და არაადამიანური მოპყრობის თუნდაც ერთეული შემთხვევები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები