კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამინისტროს სახელის გარდა, რა იცვლება ოსურ-ქართულ და აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში

15 იანვარი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

რეიტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარტს სახელი შეეცვლა. ზაქარეიშვილის უწყებას  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის   სამინისტრო ეწოდა.  უწყების სახელწოდების ცვლილებას პირველი შეფასებები ცხინვალის დე-ფატო ხელისუფლების მხრიდან უკვე მოჰყვა.  ისინი სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას არ აპირებენ.

ბორის ჩოჩიევი დე-ფაქტო მთავრობის ადმინიტრაციის უფროსი: ,,მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში, როგორ გვარს ატარებენ პრეზიდენტი და მინისტრები, და მითუმეტეს რას დაარქმევენ იქ სამინისტროებს. საქართველოს  სამხრეთ ოსეთის მიწების მიტაცება,  ჩვენი ოსების განადგურება და ჩვენი მშობლიური მიწიდან განდევნა სურს. როგორი წინადადებაც არ უნდა შემოგვთავაზოს საქართველომ, მისი განხილვა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.   მე პაატა ზაქარეიშვილს უფრო შორს მჭვრეტელ და რეალისტ პოლიტიკოსად მივიჩნევდი.“  

ცხინვალში გაკეთებულ განცხადებებს სახელმწიფო მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი დადებითად აფასებს. მინისტრი დე-ფატო მთავრობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს: ,,ეს უკვე კარგია, მე მომწონს ეს რეაქციები. აშკარად ჩანს, რომ მათ მართლაც უმცირდებათ არგუმენტები. ამდენხანს ისინი ამბობდნენ, რომ მათვის მიუღებელი იყო სამინისტროს სახელი. თავისთავად სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენ მოვუწოდებთ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვილაპარაკოთ საჭირბოროტო საკითხებზე. უამრავი საკითხი გაგვაჩნია ჩვენ გარდა აღიარება- არაღიარებისა.  ბევრი საკითხი შეიძლება მოგვარდეს“

სამინიტროს სახელის შეცვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა შიდა პოლიტიკურ და ექპერტულ წრეებშიც.  საპარლამენტო ოპოზიცია პასუხს პრემიერ მინიტრს სთხოვს. კონფლიქტოლოგებს კი,  აინტერესებთ თუ რატომ არ მოხდა კიდევ უფრო ნეიტრალური სახელწოდების შერჩევა.

რა როლს ითამაშებს სამინიტროს სახელის შეცვლა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობით? ამ კითხვით humanrights.ge გორში საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა. ჟურნალისტი გოგა აფციარი, რომელიც ქართულ-ოსური სამოქლაქო დიალოგის  ერთ-ერთი მონაწილია, სამინისტროს სახეწოდების ცვლილებას დადებითად აფასებს და   განმარტავს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დიალოგში მონაწილე ოსური მხარის წარმომადგენლები უფრო ღიად საუბრობენ ცხინვალში ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით არსებულ პრობლემებზე.  აფციურის დაკვირვებით,  საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ცხინვალში სულ უფრო ცოტა ადამიანს ჰგონია, რომ ახალი ხელისუფლება ცხინვალთან მიმართებაში ძალისმიერ გზას აირჩევს. იქაური პოლიტიკოსების მოთხოვნაც, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, აფციაური მხოლოდ პოლიტიკური საკითხად მიიჩნევს: „აღარავის სჯერა რომ საქართველო მილიტარიზაციის გზით წავა და ომს დაიწყებს.  სამინისტროს ძველ სახელზე დიდი გართულება იყო. რას ნიშნავს რეინტეგრაცია? თითქოს კონფლიქტი უკვე მოგვარებული გვაქვს და მხოლოდ ინტეგრაციის პროცესია დარჩენილი. სახელის ცვლილება ერთგვარი მესიჯია, რომ გვინდა შერიგება, რომ კონფლიქტს ვაღიარებთ, უარს ვამბობთ ამ კონფლიქტის შეიარაღებული გზით გადაჭრაზე და მშვიდობიანი გზით ვცდილობთ შერიგებას“.

საქრთველოს, კონფლიქტურ რეგიონებთან  ურთიერთობების აღდგენის წამოწევის რეკომენდაციას აძლევდა დასავლეთიც.  ევროკავშირმა რამდენიმე პროექტი დააფინასა ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში, ქართველ და ოს ხალხს შორის ურთიერთობების აღდგენის მიზნით.  პროექტის ფარგლებში გაიხსნა მცირე ტიპის ბაზრები, რაც ეკონომიკური კუთხით დააკავშირებდა ქართველებს და ოსებს.  პროექტმა ვერ იმუშავა, რადგან საქართველოს ხელისუფლებასა და დე-ფატო მთავრობას შორის,  მოპლაპარაკება იმდროისთვეს ვერ შედგა.  წლების შემდეგაც  მთავრი გამოწვევა კვლავ ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის დაწყება რჩება, რაც ქართველ და ოს ხალხს ერთმანეთან ურთიერთობის საშუალებას მისცემს. 

ახალი ამბები