კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტში არა აქვთ

16 იანვარი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

მარტოხელა თინათინ ელიკაური ერთ-ერთია მათგან, ვისაც საცხოვრებელი სახლი არა აქვს და ღამეს ნათესავებთან ათევდა. მისი სახლი რამდენიმე წლის წინ სიძველის გამო დაინგრა. როგორც თავად ამბობს, რამდენიმე ღამე ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკის ეზოშიც დაუძინია. ელიკაურს  გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არაერთი განცხადება აქვს დაწერილი, საცხოვრებელი სახლის მოთხოვნაზე.

თინათინ ელიკაური : ,,სახლში აღარ იცხოვრება. ხან სად ვარ და ხან სად, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. მითხრეს კარვებში წაგიყვანთო და დავთანხმდი. თავმოყვარე ადამიანი არ ისურვებს აქ ყოფნას, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს“

თინათინ ელიკაურის მსგავსად  გამოსაზამთრებლად უსახლკარო ადამინებისთვის დროებით თავშესაფარში შვიდი ადამინი ათევს ღამეს, მათგან ორი ქალი და ხუთი  კაცია. მათი დიდი ნაწილი ღამეს ღია ცისქვეშ ათენებდა, აქედან გამომდინარე პრეტენზიები არც კარვებში მოწყობილ თავშესაფარზე და არც საკვებთან დაკავშირებით აქვთ.   ერთადერთი რაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ ერთმანეთში ურთიერთობაა:  ,,წუხელ დათვრენ და ჩხუბი მოუვიდათ, მთელი ღამე ვერ დავიძინე“- შემოგვჩივლა ადგილზე მისულებს ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.  ამ განცახდებიდან ორ დღეში ცნობილი გახდა რომ  ერთ-ერთი მათგანი 51 წლის ზაურ საური ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღების გამო გარდაიცვლა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაიძინა და დილით უკვე გარდაცვლი იპოვეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ბუნებრივი სიკვდილი, ჭარბი ალკოჰოლის მიღებით  დადგინა ექსპერტიზამაც.

უსახლკარო ადამინებისთვის გამოსაზამთრებლად მოწყობილ კარვებში მისულ ადამინებს   ყურადღებას გორის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სასმსახურის წარმომადგენლები აქცევენ.  კარვებში სამი თვის მანძილზე 24-მდე ადამიანს საშუალება ექნება გამოიზამთროს და ორჯერადი კვებით ისაგებლოს. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტისთვის  15 000 ლარი გამოიყო.  აღნიშნული თანხა ძირითადად კვებასა და გათბობას მოხმარდება. კომბინატის დასახლებაში უსახლკარო ადამინების დროებითი თავშესაფრისთვის ოთხი კარავია გაშლილი. მათგან ერთს სასადილოს ფუნქცია აქვს, ხოლო სამი დასაძინებლად გამოიყენება,  ოთხივე კარავში ღუმელია ანთებული. პროექტის განხორციელებაში მუნიციპალიტეტს დახმარება  თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს წითელმა ჯვარმა გაუწია.

გორის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის დავით ჩიხრაძის განცხადებით  დღეში თითო ადამიანის  ორჯერადი კვება, სამი ლარი და 55 თეთრი ჯდება,  მაგარამ დამატებითი თანახა საკვების ტრასპორტისთვისაც არის გათვალიწინებული. 90 დღიანი პროგრამა 24 უსახლკარო ადამიანის მოვლა- პატრონობაზეა გათვლილი. 

დავით ჩიხრაძე გორის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი : ,,ეს არის მიზერული თანხა. უფრო მეტია საჭირო ამისთავის, მაგრამ ამ ეტაპზე მეტი შეასაძლებლობა არ იყო მომავალში ვფირობთ, რომ თუ ექნება ბიუჯეტს ფინანსები ამ ადამინებისთვის აშენდეს თავშესაფარი“

ზუსტი სატატისტიკა უსხლარო ადამინების შესახებ გორის მუნიციპალიტეტში არა აქვთ.  გამგეობასა და საკრებულოში შესული განცხადებების მიხედვით კი, საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებას  400 ადამინი ითხოვს. განმცხადებლების ნაწილი მიუღითებს, რომ   სიძველის გამო დაენგრათ ბინები, ნაწილს დაეწვა, ნაწილს ომის შედეგად დაუზინდა სახლი, არიან ისეთებიც ვისაც საცხოვრებელი ბანკმა გაუყიდა. უსახლკაროდ დარჩენილებისთვის  გამოსაზამთრებლად დროებით გაშლილ კარვებში ადამიანები საპატრულო პოლიციას მიჰყავს.  კარვები იმ პირებზე გათვლილი, ვისაც განასაკუთრებით მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს და ქუჩაში უწევს  ცხოვრება.

ახალი ამბები