კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოქროს მომპოვებელ კომპანიას დიდი დმანისის მოსახლეობა უპირისპირდება

17 იანვარი, 2014
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ოქროს მომპოვებელ კომპანია RMG GOLD-ს დღეს ბევრი მომჩივანი ჰყავს. კომპანიას უძველესო ოქროს სამთო წესით მოპოვების საბადოს ხელყოფისთვის აქტიური ახალგაზრდები, არქეოლეგები და კულტურული მემკვიდრეობის დამცველები უპირისპირდებიან. თუმცა კომპანიის საბადოებთან მახლობლად მდებარე სოფელს სხვა გასაჭირი აქვს. 

სოფელ დიდ დმანისში აცხადებენ, რომ კომპანია საყდრისის გარდა ოქროს მოპოვებით სამუშაოებს მათი სოფლის მეზობლად მდებარე მთის კალთაზე აწარმოებს. შედეგად, აფეთქებების ხმა მოსახლეობას მშვიდი ცხოვრების, მტვერი კი თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ადგილობრივების თქმით, კომპანიის სამუშაოების შედეგად აბურბუქის ტყესთან ბუნებრივად მომავალი წყლის არხი დაზიანდა და მინდვრების მორწვის წყარო დაკარგეს: „საღამოს სათებში იწყება სოფლის პირდაპირ მდებარე მთაზე აფეთქებები. ხმა და მტვერი სოფლამდე აღწევს. თეთრი მტვერი ედება ხეხილს, ბოსტნეულს და მთელ მინდვრებს. ბოლო პერიოდში კი, სოფელი ვატყობთ, რომ ხეხილი ნელ-ნელა ხმება. ჩვენ ამ ყველაფერს ოქროს მოპოვებას ვუკავშირებთ. ყოველი წვიმის მოსვლის შემდეგ მინდვრებში თეთრი ტალახი დგება. შეუძლებელია ამან გარემოზე და ხეხილზე არ იმოქმედოს. ასევე, აფეთქებების შედეგად ბზარები უჩნდება სახლებს, იმტვრევა ფანჯრის მინები და ა.შ “, -ამბობს ადგილობრივი, ლიანა ქუჩურაძე.

მიუხედავად იმისა, რომ RMG GOLD ყველა საჯარო განცხადებაში ხაზგასმით საუბრობს კომპანიის მხრიდან გარემოს დაცვის ყველა ნორმის მკაცრად დაცვაზე, ქალბატონ ლიანას წუხილს იზარებს მთელი სოფელი.

,, ჩვენ სოფელში მათი მუშაობის შედეგად გახმა ხეხილი, გაგვიხმა თუთის ხეებიც. აქ, ცხოვრება მალე შეუძლებელი გახდება. ისედაც დაიცალა სოფელი ახალგაზრდებისგან, მალე აქ, არავინ დარჩება. ტერიტორიულად სამუშაოებს  აწარმოებენ აბურბუქის ტყესთან, რომელიც კილომეტრ-ნახევარშია ჩვენგან. ამ ტყესთან ოთხი ბუნებრივი წყაროს შეერთების შედეგად წყალი გროვდებოდა. ეს არხი მინდვრებს მოსარწყავად ჰყოფნიდა. ახლა კიდევ თავიანთი სამუშაოების შედეგად  გადაგვიკეტეს ეს ბუნებრივი სარწყავი არხი“,- საუბრობს დიდი დმანისის მკვიდრი, შამილ მარტიაშვილი.

დიდ დმანისში აცხადებენ, რომ თუ სოფლის გასაჭირს ,,არ ეშველება,“ კომპანიას საბადოებთან მიმავალ გზას ჩაუკეტავენ. მანამდე კი ოქროს მაძიებლებს ურჩევენ დამატებითი ნაკვეთების ,,ჩალის ფასად“ შესასყიდად, მათ სოფელს აღარ მიაკითხონ.

ახალი ამბები