11:08, Wednesday, 01.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აჭარაში 11 ათასამდე ოჯახი სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაში ჩაერთვება

17.01.2014
 
ქეთი ლაბაძე, მაკა მალაყმაძე

აჭარაში 11 ათასამდე ოჯახი, საქართველოს სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაში ჩაერთვება.  დახმარებას  კახაბრის, გონიოს, კვარიათისა და ბათუმის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები მიიღებენ. მსგავსი პროგრამა რეგიონში გასულ წელსაც მოქმედებდა.  აჭარის მთავრობის წევრების განცხადებით წლევანდელი პროგრამის სიახლე არის ის, რომ პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ ქალაქზე შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებსაც.

ქალაქზე შეერთებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა იმედს გამოთქვას, რომ  გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება: „გასულ წელს სოფლის თემში ინფორმაციას აგროვებდნენ ვის რამდენი ფართობი გვქონდა სარგებლობაში, რომ ტერიტორიის შესაბამისად მიგვეღო ვაუჩერი. შემდეგ კი, გვითხრეს, რომ თქვენი ტერიტორია ქალაქს ეკუთვნის და სასოფლო ვაუჩერს ვერ მიიღებთო. იმედი მაქვს, წელსაც იგივე არ მოხდება“, - აღნიშნა გონიოს მკვიდრმა დათო ბერიძემ.

პროგრამა აეროპორტის, კახაბრის, გონიო-კვარიათის და ბათუმის სამრეწველო ზონას ეხება. გასული წლის პროგრამაში კი, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ფერმერებმა ხელისუფლებისაგან უარი ტერიტორიის ქალაქთან შეერთების გამო მიიღეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის თქმით, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი პირველი თებერვლიდან დაიწყება და  აგვისტოს თვემდე გაგრძელდება: „პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონ ლარს შეადგენს, ბენეფიციარები ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით:  პირველი ნიადაგის დასამუშავებლად დარიგდება სასოფლო სამეურნეო ბარათი, რაც გასულ წელსაც იყო შესაძლებელი. მეორე სასოფლო სამეურნეო საქონლის მისაღებად, წელს ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. აგრო ბარათით.“

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს, მისი თქმით სიები სოფლებში ცენტრალურ ობიექტებზე იქნება გამოკრული.  „უზუსტობების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას ვთხოვთ მაქსიმალურად ფხიზლად იყვნენ.“ 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტში, საქართველოს მასშტაბით, 800 000-მდე ფერმერია ჩართული, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში 1 ჰექტარზე მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გააჩნიათ.

„2014 წლის საგაზაფხულო ხელშეწყობის პროექტში“ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიის მცხოვრებლებიც მოხვდნენ. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ განაცხადა. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC