კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ივანე მერაბიშვილის განცხადებაზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირების გამო

21 იანვარი, 2014
 
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ ივანე მერაბიშვილის მიერ 16 დეკემბერს გახმაურებულ ბრალდებებზე ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირების გამო.
 
არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვითხოვეთ ამ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ავალდებულებს პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს, მსგავს შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება, ფაქტია, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღემდე არ ჩატარებულა სრულფასოვანი გამოძიება. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებული ე.წ. სამსახურებრივი მოკვლევით შემოიფარგლა.
 
სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებმა საზოგადოებაში დამატებითი შეკითხვები გააჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სრულფასოვანი და დროული გამოძიების ჩატარების აუცილებლობა. არსებული ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა სასჯელაღსრულების მინისტრის ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და უშუალოდ მერაბიშვილის საკანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერების შენახვის განსხვავებულ ვადებთან დაკავშირებით.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, კანონის მოთხოვნათა დაცვით დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე,  რათა უზრუნველყოფილი იყოს ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლა და ამომწურავი პასუხი გაეცეს ამ ფაქტის გამო საზოგადოებაში გაჩენილ არაერთ ლეგიტიმურ შეკითხვას.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI-GEORGIA)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)

წყარო: www.gyla.ge  

ახალი ამბები