კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცნობი მაჟორიტარები

22 იანვარი, 2014
 
ნინო დევიძე, კახეთი

საპარლამენტო მონიტორინგის ვებგვერდი „ChemiParlamenti.ge“ მაჟორიტარი დეპიტატების აქტივობის შედეგებს აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, კახეთის მაჟორიტერებიდან ყველაზე დაბალი აქტივობით მარიკა ვერულაშვილი, ზაზა კედელაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი გამოირჩევიან. 

ყვარლის მაჟორიტარი მარიკა ვერულაშვილი 2013 წელს პარლამენტში არც ერთ სესიას არ დასწრებია. 

დედოფლისწყაროს დეპუტატი ზაზა კედელაშვილი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია. ის 469 სესიიდან მხოლოდ რვას დაესწრო.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ წევრი და თავმჯდომარის მოადგილეა. ის 469 სესიიდან მხოლოდ 53–ს დაესწრო.

კახეთის მაჟორიტარებიდან პარლამენტში ყველაზე მაღალი აქტივობით სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი გამოირჩევა. პარლამენტში მისი აქტივობა 89,77%-ს შეადენს.

რაც შეეხება თავად მოსახლეობის ინფორმირებულობას მაჟორიტარების შესახებ, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ პრობლემები ამ მხრივაც არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“  საქართველოს 10 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე ჯავახეთი,  აჭარა, გურია, იმერეთი,  რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი)  მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევა ჩაატარა. საქართველოს სოფლებში გამოკითხული 1496 რესპონდენტიდან 39%-მა არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. 

„მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევა მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც, სხვადასხვა რეგიონებში პრობლემების კვლევისას ნათელი გახდა, რომ პარლამენტის ცალკეული წევრები არ მონაწილეობებ, ან არასრულფასოვნად არიან ჩართული იმ ოლქის ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში, საიდანაც არიან არჩეულნი. ჩვენი მიზანი არ ყოფილა კონკრეტული მაჟორიტარის რეიტინგის შეფასება, ჩვენ ვაფასებდით რამდენად იცნობდნენ მაჟორიტარებს ამომრჩევლები“-  ამბობს „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი. 

თითოეულ რეგიონში გამოიკითხა 150 რესპოდენტი.  გამოკითხული 1496 რესპოდენტიდან  39% არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. რესპონდენტთა 42,5% არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის შესახებ. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (52,6%) მხოლოდ წინაასარჩევნო შეხვედრებისას შეხვედრია თავის ოლქის დეპუტატს, 39,3% საერთოდ არ შეხვედრია მას. არჩევნების შემდეგ რესპონდენტთა მხოლოდ 13,8% ჰქონია კონტაქტი დეპუტატთან. 56% არც კი იცის სად მდებარეობს მათი მაჟორიტარის ბიურო. 

არასამთავრობო ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს მაჟორიტარებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ბიუროების საქმიანობისა და ზოგადად ამომრჩევლებთან კომუნიკაციის მიმართულებით. 

ახალი ამბები